ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის ფეისბუქ პოსტი:
„სააკაშვილს ნევროლოგიური პრობლემები აქვს და მისი პატიმრობა არ შეიძლებაო!..
ესე იგი, თუ ადამიანს ნევროლოგიური პრობლემები აქვს, შეიძლება მისი: პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეობა! პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარეობა!
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა! იუსტიციის მინისტრობა! დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობა! საქართველოს პრეზიდენტობა!
საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა! ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა! უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეობა! ეს ყველაფერი შეიძლება!
მხოლოდ პატიმრობა არ შეიძლება, – საკანი უჭერს! იალაღზე უნდა! ელდარისა და შირაქის საძოვრებზეც ხომ არ გავუშვათ?! სააკაშვილს ბავშვობიდან აქვს ნევროლოგიური პრობლემები! ჰოდა, იჯდეი რა! იქნებ, ეშველოს“– წერს ბონდო მძინარაშვილი.