გია ვოლსკი NDI -ს კვლევებს არ ენდობა

496 წაკითხვა

NDI-ს კვლევასთან დაკავშირებით არ გვაქვს პოზიტიური დამოკიდებულება, არც ჩვენ და არც საზოგადოებას, რადგან ვერც ერთხელ ვერ იქნა მისი ციფრები მიახლოებული იმ რეალობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ დადგა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ხელისუფლებამ მდგომარეობის შეფასება უკეთ იცის, ვიდრე NDI-იმ.

„რასაკვირველია გვაქვს საფუძველი, რომ არ ვენდოთ, მაგრამ რეალურად, მდგომარეობის შეფასება გაცილებით უკეთ ვიცით, ვიდრე NDI-მ. უსაფუძვლოა, არავითარი ნდობა NDI-ს ამ ნაწილში არ შეიძლება ჰქონდეს. თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ამხელა რეიტინგი დაუწერა NDI-მ თავისი დამოკიდებულების გამო. ყველა ადასტურებს იმას, რომ საქართველო ეკონომიკური სანქციების განხორციელების არანაირი რესურსი არ გააჩნია და ამ დროს NDI წერს საპირისპირო მონაცემებს. ასე რომ, ბევრი შეუსაბამობა არის, გარდა იმისა, რომ დამოკიდებულება არის საკმაოდ ნიჰილისტური. ეკონომიკური დამოკიდებულება, რომ არსებობს სწორედ ამიტომ არის სანქციების დაწესების რესურსი, რომ არ გააჩნია საქართველოს და რუსეთს გააჩნია საქართველოს ეკონომიკურად დანგრევის სერიოზული რესურსი, რაც ყველას ესმის ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და საქართველოშიც“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

იპნ

Next Post

„როცა ადამიანი თვალსა და ხელს შუა კვდება იმის გამო, რომ ჯერ აწამეს და ახლა..“ - ნიკა გვარამია

ხუთ აპრ 21 , 2022
496 წაკითხვანიკა გვარამიას პოსტი ფეისბუქში: როცა ადამიანი თვალსა და ხელს შუა კვდება იმის გამო, რომ ჯერ აწამეს და ახლა ჯანდაცვის უფლებაზე უარს ეუბნებიან, სიჩუმე თანამონაწილეობა ხდება. გინდა რიგითი მოქალაქის გინდა პოლიტიკოსის გინდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის გინდა თანამდებობის პირის გინდა ხელოვანის თუ მწერლის გინდა სასულიერო პირის (ნებისმიერი რელიგიის) ნებისმიერის ნებისმიერის ნებისმიერის ps ექიმების დიდი ნაწილი უკვე რომ საარჩევნო ზონდერმასწავლებლებისგან არაფრით განსხვავდება, […]