„მტერი რომ შემოგივარდება კი არ უნდა გადაიკუზო, თოფს უნდა მოკიდო ხელი!“ – გუბაზ სანიკიძე

344 წაკითხვა

უკრაინაში კაცები კომისარიატის რიგებში დგანან, საქართველოში – მაკარონის რიგებში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

გუბაზ სანიკიძემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და პარალელი გაავლო საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე.

„მე რატომღაც მგონია, რომ ვერ აიღებენ მარიუპოლს, აზოვსტანი ეს არის გრანდიოზული კომპლექსი, ის ძალიან ბევრ ქალაქზე უფრო დიიდა. ეს საბჭოთა ინდუსტრიალიზმის სიმბოლოა. ხუთ მეტრიანი რკინა-ბეტონის კედლები და მიწისქვეშა გასასვლელები აქვს. გამარჯვება როდის მთავრდება, როცა ქვეითი ჯარი შედის. რუსეთის ქვეითი ჯარი ვერ შედის” – განაცხადა სანიკიძემ.

მან დომბასში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა. მისი თქმით მაქსიმუმ 3 კვირაში რუსეთის არმიას უკრაინა სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

„მე დარწმუნებული ვარ უკრაინის გენშტაბი დებლოკადაზე ფიქრობს, ამისი აფიშრება არ ხდება” – აცხადებს სანიკიძე.
სანიკიძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა რომ მეხუთე კოლონას ელოდება გეოპოლიტიკური შოკი.

“ამ დროს უნდა გამოვიყენოთ ეროვნულმა ძალებმა, ამ ქვეყნისთვის ვისაც გული შეგვტკივა, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და არა ვართ მზად”

სანიკიძის განცხადებით, უკრაინას აიძულებდნენ კაპიტულაციისთვის ხელი მოეწერა და ეღიარებენა ყირიმის დამოუკიდებლობა.

“მტერი რომ შემოგივარდება კი არ უნდა გადაიკუზო, თოფს უნდა მოკიდო ხელი!”
“მერე ხომ ჩვენ მოგვთხოვდნენ აფხაზიეთისა და ცხინვალის აღარებას, ნეიტრალიტეტის გამოცხადებას. ოცნების მესვეურებო რას იზამდით, იომებდით? ჩააბარებდით ქვეყანას. თქვენ ხართ ქვეყნის ჩამბარებლები” – განაცხადა სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე ამბობს რომ ქართული სახელმწიფო არის ერთი, ხელისუფლება კი მის წინააღმდეგაა.

“ეს არის რუსული ადმინისტრაცია. რომ იძახიან შემოვარდებიან რუსებიო, რატომ შემოვარდებიან?! უკეთესს ვის დასვამენ?” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Next Post

„კი, ასე ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!“ - ნოდარ მელაძე ნიკა მელიას

შაბ აპრ 23 , 2022
344 წაკითხვაჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს: Nika Melia – “ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ” – ამბობს ნიკა მელია ფბ ლაივში და ტვ პირველს კიცხავს. კი, ასე ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ! საინტერესოა ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლზე? მედია აშუქებს ამბავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გაშუქება მედიის მოვალეობაა, ჟურნალისტების მოტყუება ცუდია. მედია, როდის, ვის და რა კითხვას დაუსვამს ეს ჟურნალისტის გადასაწყვეტია. მედია […]

mediapress.ge@gmail.com