„საკმარისად გადავყეთ ზედ უკრაინელებს – მგონი დროა დაფიქრდეთ და საღად იაზროვნოთ“ – თეა ბარნაბიშვილი

929 წაკითხვა

უკრაინის მართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს,რომ იგი შეგნებულად არ დაესწრო საქართველოდან ჩასულ სამთავრობო დელაგეციასთან შეხვედრას, რადგან ვერანაირ აზრს ვერ ხედავდა..სამაგიეროდ, დიდი სიამოვნებით შეხვდა ოპოზიციონერებს საქართველოდან, რადგან მათი აზრები და ხედვები ერთმანეთს ემთხვევა…არახამია აცხადებს, რომ სამთავრობო დელეგაცია მხოლოდ ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად და ერთი-ორი გასამხნევებელი სიტყვის სათქმელად იყო ჩასული…იგი ასევე მოითხოვს სააკაშვილის გადაცემას უკრაინისთვის….მე დარწმუნებული ვარ, რომ რასაც არახამია აცხადებს, იგივეს ფიქრობს ზელენსკიც…
საქართველოს მთავრობა მე თავიდანვე ვიყავი წინააღმდეგი სამთავრობო დელეგაციის ჩასვლის უკრაინაში, რადგან ვხედავდი და ვხედავ, რომ ზელენსკიც და მისი ხელის ბიჭებიც არახამიას ჩათვლით, არიან ანტიპატიით განწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ვხედავ, რომ არც აპირებენ აზრის შეცვლას ჩვენი მისამართით…როგორც ძაღლის კუდი ვერ გასწორდება, ისე ზელენსკის ხელისუფლება არ შეიცვლის აზრს ქართული ხელისუფლების მიმართ…
არც კი მიცდია „გამეპრავებინა“ წასვლა სამთავრობო დელეგაციის უკრაინაში, რადგან ეს იგივე იქნებოდა რაც გადაფურთხებულის ალოკვა…ხომ არ ჯობია ჩვენო ხელისუფლებავ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას, უფრო პრინციპულები, უფრო მკაცრები და უფრო დაფიქრებულები იყოთ…ნუ მოექცევით ვიღაცეების გავლენის ქვეშ და ნუ დაემონებით ევროპას და ამერიკას…ნუ გახდებით სხვისი სამართავები..იქნებ ჯობდეს, რომ საკუთარი ტვინით იაზროვნოთ და არა ლიბერალების დაკვეთით…მგონი დროა, დაიწყოთ კონსულტაციები და გამოიწვიოთ საქართველოს ელჩი უკრაინიდან…საკმარისად გადავყეთ ზედ უკრაინელებს და მგონი დროა მიხვდნენ, რომ ჩვენც გაგვაჩნია ჩვენი პრინციპები და რაც მთავარია თავმოყვარეობა…მგონი დროა დაფიქრდეთ და საღად იაზროვნოთ…

თეა ბარნაბიშვილი; სოციალური ქსელი

Next Post

„ხალხო! კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ!“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

შაბ აპრ 23 , 2022
929 წაკითხვა„ხალხო! კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ! ამ ღირებულებების მოღალატე ადამიანის გზავნილები არ იქნება არსად, სადაც ორგანიზატორი ვარ მე! ეს ბრძოლა არის დემოკრატებსა და ავტოკრატ პოპულისტებს შორის. პოპულისტები ჩემი მტრები არიან და ჩემი ამოცანა მათი პოლიტიკური განადგურებაა”, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიგა ბოკერიას შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2019 წელს გაკეთებულ განცხადებას [რასაც აკეთებს ბოკერია, არის ტრადიციების წინააღმდეგ, […]