დადგენილია პირი, ვინც ქალაქში გაურკვეველ წარწერებს და ნახატებს ტოვებდა

დადგენილია პირი, ვინც ქალაქში გაურკვეველ წარწერებს და ნახატებს ტოვებდა.
ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისის ქუჩებში დატოვებული ნახატები და წარწერები, რომელიც საზოგადოების ნაწილმა რუსულ საოკუპაციო სიმბოლიკას დაუკავშირა.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ის თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც თბილისის ცენტრში არსებულ ერთ-ერთ ბარში მზარეულად მუშაობს. მამაკაცი ხშირად ხატავს, მას ჰყავს შინაური ცხოველი, რომელსაც “შიშა” ჰქვია და ბოლო დროს სწორედ მას ხატავდა თბილისის ქუჩებში. ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება და საქმე რეაგირების მიზნით გადაეცემა შესაბამის სამსახურს.
ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელმაც ფალიაშვილის ქუჩაზე აღნიშნული წარწერები საღებავით გააფერადა”.
  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *