
ზაალ ანჯაფარიძის პოსტი ფეისბუქში:
24 აპრილის მდგომარეობით, უკრაინის ტერიტორიის გავლით, «Газпром» საშტატო რეჟიმში აწოდებს გაზს ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად 51,7 მილიონი კუბომეტრის მოცულებით.
ევროპა ამაში რუსეთს უხდის მილიარდებს, ამ ფულით რუსეთი აწარმოებს ახალ რაკეტებს და ბომბებს, რომლებიც შემდეგ ეცემა უკრაინულ ქალაქებს.
ზელენსკი, რომელიც ჩვენ გვიქნევს თითს, რატომ არ უერთდებით სანქციებსო, მშვიდად უყურებს ამ პროცესს. მგონი აქ უკვე აღარ გამოდგება არგუმენტი – ქვეყანა ომშია და უნდა გავუგოთო