866 წაკითხვა
“გავა დრო და სპილბერგი გადაიღებს ეპოქალურ ფილმს -“მარიუპოლი”, “ქართული ოცნება” კი, ჩაბარდება ისტორიას”
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მოღვაწე ექიმმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ გურულმა დაწერა:
“გავა დრო, სპილბერგი გადაიღებს ეპოქალურ ფილმს, სახელწოდებით – “მარიუპოლი”, სადაც მოხსენიებული იქნებიან პოლკ “აზოვის” შემქმნელი, სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი ქართველი ოფიცრები; მოხსენიებული იქნება პრეზიდენტ ზელენსკის ნდობით აღჭურვილი პირი რუსეთთან მოლაპარაკებისას, დავით არახამია; ასევე სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი, ნიჭიერი და მამაცი კაცი და იამაყებენ ქართველები ამით.
გავა დრო, კოალიცია “ოცნება” ჩაბარდება ისტორიას და რომელიმე ნიჭიერი ქართველი რეჟისორი გადაიღებს სატირულ კომედიას; ბევრს ვიცინებთ ენდემურ გროტესკულ პერსონაჟებზე; თან შეგვრცხვება კიდეც; წესიერ ქართველებს, რასაკვირველია; თან გაგვიხარდება, რომ ქართველების გარდა არავის დააინტერესებს ეგ ფილმი …”- წერს გურული.