„როდესაც 11 წლის შვილთან ერთად გძინავს, ავტომატის ლულა განათებს და ვერ ხვდები, რა ხდება – ეს იყო 37 წელი“ – მაია ნიკოლეიშვილი

666 წაკითხვა

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, “ტვ. იმედთან” ამბობს:

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არჩევნებით ვერ მოდის, მათი მოსაწონი არჩევნები ჯერ არ შექმნილა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ წარმომადგენლებს ერთადერთი გზა აქვთ – როგორმე, ძალისმიერი მეთოდებით ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება.

ის, რაც მე ცუდ სიზმარში არ მინახავს – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, შეიარაღებული ამბოხის გზით… უნდოდათ, ადამიანებისთვის დაებრალებინათ ის, რაც არასდროს გაუფიქრებიათ. დღეს მე ვხედავ, რომ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში პირდაპირ მოწოდებებს აკეთებს სახელმწიფო გადატრიალებაზე. წლები გადის და თავს დამნაშავედ ვგრძნობ ჩემი შვილების წინაშე, რომ მათ დაინახეს დედა ბორკილდადებული.

როდესაც 11 წლის შვილთან ერთად გძინავს, ავტომატის ლულა განათებს და ვერ ხვდები, რა ხდება.

როდესაც იცი, სად ხარ და ვისთან ხარ, რა შეიძლება მოყვეს ამას და რისი გამკეთებლები არიან… მე იძულებული გავხდი მეღიარებინა ის, რაც დაწერილი იყო. ეს იყო 37 წელი, ძალიან კარგად ვიცოდი, რა მოჰყვებოდა იმას, რომ აღიარება შემომთავაზეს და არ მეღიარებინა.

ხელისუფლება რომ შეიცვალა, პროკურატურას მივმართე, რომ ეს აღიარება მიღებული იყო ზეწოლით. ამის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მე და ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ, დაზარალებულებად გვცნო“

Next Post

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაუშვან

ორშ აპრ 25 , 2022
666 წაკითხვარუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაუშვან. მათი მტკიცებით, დღეს 25 აპრილს, კიევის დროით 14:00 საათიდან რუსი სამხედროები ცეცხლს შეწყვეტენ და ქარხანაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ტერიტორიის დატოვების საშუალებას მისცემენ. „მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „აზოვსტალის“ დატოვებისთვის არავითარი დაბრკოლება არ არსებობს გარდა თავად კიევის ხელისუფლებისა და ნაციონალისტური ჯგუფების მეთაურების პრინციპული გადაწყვეტილებისა, მშვიდობიანი მოქალაქეები ცოცხალ ფარად გამოიყენონ“, – […]

შესაძლოა მოგეწონოთ