რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაუშვან

688 წაკითხვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაუშვან.

მათი მტკიცებით, დღეს 25 აპრილს, კიევის დროით 14:00 საათიდან რუსი სამხედროები ცეცხლს შეწყვეტენ და ქარხანაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ტერიტორიის დატოვების საშუალებას მისცემენ.

„მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „აზოვსტალის“ დატოვებისთვის არავითარი დაბრკოლება არ არსებობს გარდა თავად კიევის ხელისუფლებისა და ნაციონალისტური ჯგუფების მეთაურების პრინციპული გადაწყვეტილებისა, მშვიდობიანი მოქალაქეები ცოცხალ ფარად გამოიყენონ“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის ეროვნული მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა.

მისი თქმით, ჰუმანიტარული ოპერაციის დასაწყებად უკრაინული მხარის მზადყოფნის ნიშანი უნდა იყოს თეთრი დროშების აღმართვა პერიმეტრის გარშემო ან „აზოვსტალის“ ზოგიერთ ტერიტორიაზე.

Next Post

„მაგრად დაგვერხა…“ – გია ხუხაშვილი

ორშ აპრ 25 , 2022
688 წაკითხვა„თუ ახლა ევროკავშირის კითხვარს პირადად ღარიბაშვილი ავსებს, პირადად პრემიერ-მინისტრის დავალებით, მაგრად დაგვერხა…დროა ნაც. მოძრაობის ბუნებრივი გაყოფა მოხდეს – პოლიტიკურ და რელიგიურ ორგანიზაციებად…ყველაფერი დალაგდება“  -წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შესაძლოა მოგეწონოთ