„საშინელი ფოტოებია, მაგრამ მსოფლიომ უნდა იცოდეს“ – მარიუპოლის საკრებულო აზოვსტალზე

მარიუპოლის “აზოვსტალის“ ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება – ქალები, ბავშვები და მოხუცები, ბევრია დაჭრილი, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო Telegram-ზე იუწყება.

“ხალხი საშინელ მდგომარეობაშია, მედიკამენტბი არ არის, წყალთან და საკვებთან დაკავშირებით მდგომარეობა კატასტროფულია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი განცხადებით, ადამიანების გადარჩენა სასწრაფოდ არის საჭირო.

“ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქეა. ქალები, ბავშვები და მოხუცები. ბევრი დაჭრილია. ისინი ანტისანიტარიაში და საშინელ პირობებში არიან, მედიკამენტების გარეშე. კატასტროფული მდგომარეობაა სასმელ წყალთან და საკვებთან დაკავშირებით. მათი სასწრაფოდ გადარჩენაა საჭირო , “- აცხადებენ მარიუპოლის საკრებულოში.

ამასთან, ქალაქის საკრებულო ავრცელებს ფოტოებს, რომელზედაც „აზოვსტალის“ ერთ-ერთი თავშესაფრის საავადმყოფოში მყოფი დაჭრილები არიან ასახული.

“საშინელი ფოტოებია. მაგრამ მსოფლიომ უნდა იცოდეს რა ხდება. 24 საათის განმავლობაში რუსული არმიის ცეცხლის ქვეშ. განუწყვეტლივ”, – აცხადებენ საკრებულოში.

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *