საქართველოში უძრავ ქონებას ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.

სტატისტიკა მიგრაციის სამთავრობო კომისიამ 2019 წლის მიგრაციის პროფილში გამოაქვეყნა.

2015-2018 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების რაოდენობით რუსეთი ლიდერობს, მეორეა ირანი, მესამე კი უკრაინა.

უძრავი ქონების ყიდვის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით, საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილში: 

რუსეთი – 15 133;

ირანი – 5 598;

უკრაინა – 2 599;

სომხეთი – 1 447;

თურქეთი – 1 226;

აზერბაიჯანი – 1 192;

აშშ – 1 182;

სხვა – 7 855.

საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის მონაცემებით,  2015-2018 წლებში მზარდია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მაჩვენებელი. ძირითადად ბინების რეგისტრაცია ხდება.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ ბინის რეგისტრაციის შემთხვევები. ასევე, გაიზარდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები. სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები კი მკვეთრად შემცირდა, რაც უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით მოპოვებაზე 2017 წლის ივნისში გამოცხადებულ მორატორიუმს უკავშირდება.

  • -

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8395 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8395 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8395 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8185 ლარი…

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6588 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6588 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6588 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6576 ლარი იყო.…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *