„პოლიტიკოსებთან სათხოვარი მექნება“ – დავით სერგეენკო სააკაშვილზე

903 წაკითხვა

ექიმები უნდა შეჯერდნენ და რაც პაციენტის მდგომარეობის სამართავად იქნება საუკეთესო, ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, პოლიტიკოსებთან მექნება სათხოვარი, შეძლებისდაგვარად ჩამოშორდნენ აქტიურობას ამ თემაზე და მისცენ ექიმებს გადაწყვეტილების მიღების საშუალება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ზეწოლა შეიძლება მცდარი საექიმო გადაწყვეტილებების საფუძველი გახდეს.

რაც შეეხება მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა, სერგეენკო აცხადებს, რომ ალბათ, ეს ასეც არის, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორი მართვაა.

“მისი ჩამოსვლის მიზეზი ბოლომდე ჩემთვის უცნობია, ალბათ, ასეც იყო, როგორც ითქვა. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია არა ის შედეგები, რაც შეიძლება დადგეს მასთან მიმართებით, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორი მართვა, პოლიტიკური ხელოვნურად გაზრდილი ტემპერატურის ნიველირება, რომ კლინიკური მართვის მიმართულებით სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული,”- განაცხადა სერგეენკომ.

იპნ

Next Post

„მოგებული ომი წაგვაგებინეს და აქ ურევია სუსტი თავმჯდომარის ნიკანორ მელიას ხელი“ - თაკო ჩარკვიანი

ხუთ აპრ 28 , 2022
903 წაკითხვამოგებული ომი წაგვაგებინეს და აქ ურევია „ნაციონალური მოძრაობის“ სუსტი თავმჯდომარის ნიკანორ მელიას ხელი, მან დააძინა პროცესი – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. ჩარკვიანის თქმით, ნიკა მელიას მანიპულირებას საკმაოდ ჭკვიანი ცბიერი, მაგრამ არატალანტი გიგა ბოკერია ახერხებდა. „20 ივნისს, გავრილოვის ღამეს, როცა ყველაზე დიდი აქცია ჩატარდა, მართლა მთელი ქალაქი გამოსული იყო და ეს […]