„სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი ამ ძალისხმევაში ჩაბმული აღმოჩნდა“ – თეა წულუკიანი

გარკვეული ძალები უკვე მერამდენე კვირაა ცდილობენ, რომ საქართველო ჩააბან ომში და ამას დაარქვეს მეორე ფრონტი, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს კოორდინირებულ ძალისხმევასთან.

„ეს განცხადებები აგრესიულია და ალბათ კიდევ უფრო აგრესიული გახდება, ვინაიდან ქვეყნის შიგნით ამ კოორდინირებულ ძალისხმევას მხარს უჭერს და ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი ამ ძალისხმევაში ჩაბმული აღმოჩნდა“, – მიიჩნევს წულუკიანი.

 

  • „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *