მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი – XE გავრცელდა

Euronews-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი – XE გავრცელდა.

ის ომიკრონის ჰიბრიდული ვერსიაა და ორი შტამისგან – BA.1 და BA.2-ის კომბინაციისაგან შედგება. სავარაუდოდ,  ის უფრო ინფექციური იქნება, ვიდრე ამჟამად გავრცელებული შტამი.

ვირუსის ეს სახეობა პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, თუმცა ახლა სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდა, მათ შორის იაპონიასა და ინდოეთში. აპრილის დასაწყისში, ახალი შტამით დაავადებულთა რაოდენობა ათასზე მეტი იყო და მას შემდეგ რიცხვმა კიდევ უფრო მოიმატა.

ექიმები აცხადებენ, რომ ახალ შტამზე დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია XE-ს მუდმივად აკონტროლებს და აცხადებს, რომ ჯერჯერობით მდგომარეობა სტაბილურია.

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *