„რუსულ ელიტაზე არაერთხელ დავწერე – მათ ზნესა და უზნეობაზე! ახლა მხოლოდ ფაქტები“ – დემურ გიორხელიძე

648 წაკითხვა

დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:

რუსულ ელიტაზე არაერთხელ დავწერე – მათ ზნესა და უზნეობაზე!
ახლა მხოლოდ ფაქტები:
(ა) ომს თუ ქვეყანა აპირებდა, 300 მლრდ აშშ დოლარი ვინ და რატომ ჩატოვა ქვეყნის გარეთ?
(ბ) ვინ არ შეიძინა 600 ტონა ოქრო ომის დაწყების წინ და საშუალება მისცა გაეტანათ ქვეყნის გარეთ?!
(გ) რატომ არ იყენებს რუსეთის ფინანსთა სამინისტრო 15 ტრლნ რუბლზე მეტს რუსეთის ეკონომიკის საჭიროებისთვის?
(დ) ვინ ნიშნავდა ბოლო 20 წელია ჩუბაისს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე, რომელსაც სძულდა რუსეთი და არც არასდროს მალავდა ამას? ვის წარმოადგენდა ჩუბაისი და ჩუბაისები?! რატომ ყვავიან რუსეთში ამ ჯურის ხალხი?!
და ა.შ. დანარჩენი იხ. წინა შენიშვნებში!
ქვეყანაში, სადაც ღალატი საზოგადოებრივი მორალის შემადგენელი ნაწილია (და ნორმა მის ელიტებში), იქ ყოველთვის არის მარცხი, იქ ყოველთვის ხდება ისტორიული კულტურული ფუძეებიდან უზარმაზარი ამპლიტუდებით ნახტომები განვითარების სხვადასხვა პარადიგმებზე და შედეგად – უმდიდრესი ქვეყნისა და ძალიან ნიჭიერი ხალხის უდიდესი პრობლემები!
ასეა!
ეროვნული ელიტა იზრდება იმ გარემოში, სადაც არსებობს ხელისუფლებისგან დისტანცირებული, დამოუკიდებელი პოზიციებისა და პასუხისმგებლობების მქონე ინტელექტუალური ელიტა და არა სხვის მიერ!
ხალხს, რომელსაც ინტელექტუალური ელიტები ღალატობენ, ყოველთვის უდიდესი პრობლემები აქვს!
ეს საქართველოსაც ზუსტად ისევე ეხება, როგორც რუსეთს!
როცა მე ვსაუბრობ ისტორიული მანკიერი ჯაჭვის ჩაჭრაზე და ქართული აზროვნებისა და ქცევის შეცვლის აუცილებლობაზე, სწორედ ეს მაქვს მხედველობაში: ქართველებს სახელმწიფო აქვთ და 30 წელია ანგრევენ მას, “თავისუფლებისთვის” იბრძვიან და “განვითარება” სურთ, მაგრამ არაფერი იმის მსგავსის კეთება, რაც ავითარებს სახელმწიფოებს:
ცოდნა (უმთავრესი ფაქტორი),
განათლება,
მეცნიერება,
კანონიერება და
ინსტიტუტები, რომლებიც ქმნიან საერთო “თამაშის წესებსა” და საჯარო ქცევის ნორმებს!
ტოტალიტარიზმის დაუძლევლობაა ყველგან განუვითარებლობის მიზეზი: ტოტალიტარიზმი აზროვნებაში, ქცევასა და მიზანდასახულობაში!

Next Post

„სააკაშვილმა თვითდაზიანების სტრატეგიას თავი უნდა დაანებოს“ - გია ვოლსკი

სამ მაი 3 , 2022
648 წაკითხვაგამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სააკაშვილმა თვითდაზიანების სტრატეგიას თავი უნდა დაანებოს, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის სააკაშვილი, მათ შორის, თანაგუნდელებისგან,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პროფესიონალების აზრია მნიშვნელოვანი, თუმცა, დღემდე არ მოუსმენიათ, რა სახის სამედიცინო სერვისი სჭირდება სააკაშვილს, რომელიც არ მიეწოდება. “მოთხოვნა მესმის პოლიტიკური თვალსაზრისითაც და მითუმეტეს, ოჯახის მოთხოვნაც გასაგებია. სამწუხაროა, რომ […]

შესაძლოა მოგეწონოთ