„სააკაშვილმა თვითდაზიანების სტრატეგიას თავი უნდა დაანებოს“ – გია ვოლსკი

528 წაკითხვა

გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სააკაშვილმა თვითდაზიანების სტრატეგიას თავი უნდა დაანებოს, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის სააკაშვილი, მათ შორის, თანაგუნდელებისგან,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პროფესიონალების აზრია მნიშვნელოვანი, თუმცა, დღემდე არ მოუსმენიათ, რა სახის სამედიცინო სერვისი სჭირდება სააკაშვილს, რომელიც არ მიეწოდება.

“მოთხოვნა მესმის პოლიტიკური თვალსაზრისითაც და მითუმეტეს, ოჯახის მოთხოვნაც გასაგებია. სამწუხაროა, რომ არც ერთი არ ახსენებს იმ სადისტურ მმართველობას, რომელიც განსაკუთრებით ქართულ ციხეებში არსებობდა. ეს არაა პოლიტიკოსების გასარჩევი საქმე, პროფესიონალური შეფასებაა საჭირო და დღემდე არ გაგვიგია, რა სახის სამედიცინო მომსახურებაა აუცილებელი და რა არ მიეწოდება პატიმარს, ამის ნაცვლად გვესმის, რომ არის პუტინის პატიმარი, საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ კონტექსტში განიხლება, მათ შორის, ექიმების მხრიდან, რომლებიც მხარს უჭერენ პოლიტიკურად კონკრეტულ პარტიას,”- განაცხადა ვოლსკიმ.

Next Post

აჩიკო მეფარიძეს ბრალი წარუდგინეს

სამ მაი 3 , 2022
528 წაკითხვამომღერალ აჩიკო მეფარიძეს ბრალდება წარუდგინეს. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საუბარია 126-ე მუხლზე, რაც ძალადობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ვაკეში მომხდარ შემთხვევას. როგორც დაზრალებული ქალი ჰყვება, მანქანის გადასწრების გამო მეფარიძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.