„სააკაშვილი ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტობას ახერხებდა და მე მგონი, პატიმრობასაც მოახერხებს“ – ირაკლი კობახიძე

589 წაკითხვა
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტობას ახერხებდა და მე მგონი, პატიმრობასაც მოახერხებს
სააკაშვილს უნდა სცოდნოდა, რომ საქართველოში რისკის ფასად ჩამოდიოდა. მას უნდა გაეცნობიერებინა, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა ვერ იქნებოდა რისკის გარეშე. ახლა სიმულიანტობს და ცდილობს, სიმულიანტობს ხარჯზე დააღწიოს თავი საპატიმროს, ეს არის აპრიორი გამორიცხული. ვერავითარი თვითდაზიანება, ან მსგავსი ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანის და ვერც შინაპატიმრობის საფუძველი. ასე რომ არ იყოს ყველა პატიმარი ამას გააკეთებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ როდესაც სააკაშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, კონკრეტული ადამიანები პრეზიდენტად ირჩევდნენ, დღეს კი იგივე ადამიანები ითხოვენ, რომ სააკაშვილი ფსიქიკური პრობლემების გამო საპატიმროდან გათავისუფლდეს.
არავითარი ოფიციალური დიაგნოზი და დასკვნა არ არსებობს. ვიზუალური დათვალიერებით, რომ რაღაც დასკვნები გამოდის, ამას სერიოზული აღქმა ვერ ექნება ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ანორექსიას, ეს არ არის ფიზიოლოგიური პრობლემა, ესაა ფსიქიკის თემა. ზოგადად, სააკაშვილს, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა ეს დიდი ხანია ვიცით, თუმცა ამ ფსიქიკური პრობლემებით იგივე ადამიანები ორჯერ ირჩევდნენ მას პრეზიდენტად. იგივე ადამიანები, რომლებიც ამ ფსიქიკური პრობლემებით ირჩევდნენ სააკაშვილს პრეზიდენტად დღეს ფსიქიკური პრობლემების გამო ითხოვენ მის გათავისუფლებას. ფსიქიკის პრობლემები ჩვენ ვიცოდით დიდი ხანია. ეს კაცი ამ ფსიქიკური პრობლემებით იყო პრეზიდენტი დიდი ხანი და დღეს არის პატიმარი და ბუნებრივია პატიმრად დარჩება. თუ გართულდება ეს ფსიქიკური პრობლემები შეიძლება მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით ის პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მე მგონი, პატიმრობასაც მოახერხებს“, – განაცხადა კობახიძემ.

Next Post

„ლომჯარია როგორი სახალხო დამცველია კარგად ვიცით, ამ სააკაშვილს პირდაპირ შეაკვდა“ - გია გაჩეჩილაძე

ხუთ მაი 5 , 2022
589 წაკითხვალომჯარია როგორი სახალხო დამცველია ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით. მიკერძოებულია ის. ერთი პატიმარი არ უნახავს ამდენი ხნის განმავლობაში და ამ სააკაშვილს პირდაპირ შეაკვდა. ამას ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, – ამის შესახებ მუსიკოსმა და წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „სულ რომ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ, თუნდაც ჩატარდეს. უფრო დიდი კონსოლიდაცია მოხდება და უფრო მაგრად წააგებენ. მით უმეტეს ამ […]