„რუსეთი 9 მაისით, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეები 8 მაისით მანიპულირებენ“ – შალვა პაპუაშვილი

რუსეთი 9 მაისით, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეები 8 მაისით მანიპულირებენ – ეს არის ჩვენი ვეტერანების გამარჯვების დღე და მათი გამარჯვების დღე უნდა აღვნიშნოთ და არა ის დღე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე იყოს ხელსაყრელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პატივი მივაგოთ როგორც გარდაცვლილებისა და დაღუპულების ხსოვნას, ასევე ცოცხალ ვეტერანებს, რომლებიც გვყავს, გავუფრთხილდეთ.

„რაც შეეხება თარიღებს, სამწუხარო რეალობაა დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიის მიერ მოტანილი. რა თქმა უნდა, რუსეთი 9 მაისით მანიპულირებს და რა თქმა უნდა, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეებიც 8 მაისით მანიპულირებენ, საერთო ჯამში. 9 მაისი არის იმ ხალხის დღე, რომელთან ერთადაც დღეს ვართ, ამ სკვერში. ადამიანების, რომლებმაც ეს გამარჯვება მოიტანეს. ეს არის მათი დღე, ის დღე, როცა ისინი ზეიმობენ. სხვა ყველაფერი ამის გარშემო არის თარიღის ინსტრუმენტალიზირება და დატვირთვის მიცემა თარიღებისთვის. მთავარია ჩვენს ვეტერანებს ვცეთ პატივი და ამ დღის მიმართ მათ დამოკიდებულებას. ეს არის მათი გამარჯვების დღე და მათი გამარჯვების დღე უნდა აღვნიშნოთ და არა ის დღე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ხელსაყრელი.

  • პინგვინები და ვაშლები: „კასპერსკის ლაბორატორიის“ EDR გადაწყვეტა ახლა ხელმისაწვდომია Linux-სა და macOS-ზე

    „კასპერსკის ლაბორატორიამ“  წარმოადგინა Kaspersky EDR-ის განახლებული ვერსია ბიზნეს Optimum-ისთვის. პროდუქტის კიბერ საფრთხეების აღმოჩენისა და რეაგირების შესაძლებლობები Windows-ის გარდა ახლა უკვე ხელმისაწვდომია Linux-სა და macOS ოპერაციულ სისტემებზე. სამივე პლატფორმისთვის, ძირითადი EDR…

    „კასპერსკის ლაბორატორიამ “ შექმნა ერთიანი გადაწყვეტა უსაფრთხო განაწილებული სამრეწველო ქსელების შესაქმნელად

    „კასპერსკის ლაბორატორიამ“  შექმნა ახალი ყოვლისმომცველი გადაწყვეტა განაწილებული  სამრეწველო ქსელების შესაქმნელად და დასაცავად – მის შემადგენლობაში შედის  Kaspersky SD-WAN და Kaspersky Industrial CyberSecurity (KICS). კომპანია იუწყება, რომ გადაწყვეტილებების ერთობლივი გამოყენება შესაძლებელს…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *