„აქ საოცარი სხვა რამეა..“ – გია ხუხაშვილი

700 წაკითხვა

გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში:

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან ამ მიმართულებით მხარდამჭერებში ცრუ იმედების შექმნა დიდი იმედგაცრუებით დასრულდება. ოპოზიციის ქრონიკული პრობლემაა მოკლევადიანი შედეგის მიღების მიზნით, გრძელვადიანი თვითდაზიანების მიყენება.
აქ საოცარი სხვა რამეა.
თვითონ ხელისუფალმა რომ დაიჯერა ეს შეთქმულების თეორია და ბანალური საბანკო ტრანზაქციების ომის და მშვიდობის თემასთან დაკავშირების პარანოიდალური კამპანია წამოიწყო.
მოკლედ, ერთმანეთს აგიჟებენ, გიჟდებიან და ჩვენც საგიჟეთში გვაცხოვრებენ…

Next Post

„გთხოვთ, მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

პარ მაი 13 , 2022
700 წაკითხვაყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამიტომ მანამდე გთხოვთ, რომ მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ოპოზიციონერების კითხვები და აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით აღარ აინტერესებს. „არ არის საინტერესო შეკითხვა, მე […]