„გთხოვთ, მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

536 წაკითხვა

ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამიტომ მანამდე გთხოვთ, რომ მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ოპოზიციონერების კითხვები და აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით აღარ აინტერესებს.

„არ არის საინტერესო შეკითხვა, მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული რაღაც განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამიტომ მანამდე გთხოვთ, რომ მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისათვის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს. კერძოდ, მელია ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მოლდოვის არჩევნებში ხმა დიასპორის 300 000 -მა წარმომადგენელმა მისცა. მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნებში ხმა მხოლოდ 12 ათასმა ქართველმა ემიგრანტმა მისცა. “100 ათასი ემიგრანტი რომ მისულიყო არჩევნებზე, ეს ხელისუფლება არ იქნებოდა,”- განაცხადა მელიამ.

იპნ

Next Post

„ეს უნდა იცოდეს ყველა ქალმა!” -  ბაია პატარაია

პარ მაი 13 , 2022
536 წაკითხვა ბაია პატარაიას პოსტი ფეისბუქში: „თურქმენეთში ქალებს ფრჩხილზე შილაკი, ჯინსის შარვლები და საღამოს 8 საათის მერე მანქანაში ჩაჯდომა აუკრძალეს, ამერიკაში კი აბორტის უფლებას ზღუდავენ… მოკლედ, დრო ქალების სასარგებლოდ არ მუშაობს. ერთადერთი, რაც ქალების სასარგებლოდ მუშაობს ქალთა შეუპოვარი ბრძოლაა! ბრძოლა სჭირდება არა მხოლოდ თანასწორობის უფლების მოპოვებას, არამედ მიღებული უფლების შენარჩუნებასაც კი. ამიტომ ჩვენ არ დავიღლებით! და დაუღალავად ვიშრომებთ ქალთა უფლებების დასაცავად […]

შესაძლოა მოგეწონოთ