„ვივამედის“ ხელმძღვანელის პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

833 წაკითხვა

კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელმა ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა:

„მისი მდგომარეობა, ჯანმრთელობა ჩვენთვის არის უპირველესი და მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ, ეს არის „არ ავნო“. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას.

მიმდინარეობს კლინიკური კვლევები და ჩართულია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. მერწმუნეთ, ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს. როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები, რა თქმა უნდა, პაციენტის უშუალო ნებართვით, გავასაჯაროებთ ინფორმაციას.

ქალბატონი გიული ალასანიამ რა თქვა, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი კლინიკის კედლებს ახსოვს და დღესაც გვყავს საკმაოდ მძიმე პაციენტები სხვადასხვა ნოზოლოგიის და ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი დაავადების მკურნალობა.”

Next Post

„ეს ყველაფერი იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, სხვა აზრი არც ჩნდება გარდა იმისა, რომ..“ - ხათუნა ხოფერია

პარ მაი 13 , 2022
833 წაკითხვაშვეიცარიული ბანკის „კრედიტ სუისის“ ისტორიით ჩემთვის საბოლოოდ აეხადა ფარდა იმ თამაშს, რომელიც სახეზეა. დიახ, უკვე ცხადია, რომ ომში საქართველოს ჩართვა ნაციონალებისა და მათი უკრაინელი კოლეგების კი არა, არამედ დიდი მოთამაშის ინტერესი და მიზანია. სინამდვილეში, ნაციონალები და უკრაინელები ამ დიდ თამაშში მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები არიან – ამის შესახებ ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხოფერია აღნიშნავს, ნაცმოძრაობას იმის რესურსი […]

შესაძლოა მოგეწონოთ