რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე – გერმანიის საელჩოს განმარტება

629 წაკითხვა

საქართველოში გერმანიის საელჩო განმარტავს, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია ესწრებოდნენ.

„ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.

ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გერმანიაში მართავენ.

Next Post

„აკანკალებული ხმით ამოიკვნესა ვატო შაქარიშვილმა და...ამონარიდი რომანიდან "რუსული ხომალდის მგზავრები" - ირინა სარიშვილი

კვი მაი 15 , 2022
629 წაკითხვა ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში: ვისაც უკრაინელების ნამღერი არ მოგვეწონა ყველას პრორუსებს გვეძახიანო, აკანკალებული ხმით ამოიკვნესა ვატო შაქარიშვილმა და კაცური ცრემლი უკან ჩაიბრუნა. შენ რა ყველაფერი გულთან მიგაქვს, მაგათ უბრალოდ ომი უნდათო, დააწყნარა ირაკლი კობახიძემ და ქოჩორი შეიზილა. იქვე ვიღაც უცნაურად ჩაცმულმა ქალმა ჩაიარა, გამარჯობა-ნახვამდისო და ნისლებში გაუჩინარდა. კიჩოსთან ირაკლი ღარიბაშვილი ცალ მუხლზე იდგა და საქართველოს ერთიანობაზე ლოცულობდა. ამონარიდი […]

შესაძლოა მოგეწონოთ