„80 სასულიერო პირზე კრიმინალური დოსიე დაიდო საპატრიარქოში“

1,950 წაკითხვა

მამა გიორგი სხილაძე მორიგ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. პარიზის „ემიგრაციული ეკლესიის” მოძღვარი „ფორმულასთან” საუბარში ქაშუეთის ტაძრის მოქმედ მღვდელს პედოფილიაში ადანაშაულებს. როგორც სასულიერო პირი აცხადებს, მან ეს ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაიგო. მამა გიორგი სასულიერო პირების მონაწილეობით სხვა სერიოზულ ბრალდებაზეც ამახვილებს ყურადღებას. მღვდელი აცხადებს, რომ მოქმედი მღვდელმსახურების გარკვეული რაოდენობა ნარკოვაჭრობითაა დაკავებული, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები კი მათ ხელს აფარებენ.

“მღვდელმა ტაძარში, იმ გოგოს, რომელიც იქ იყო მისული, ისეთი მოქმედება ჩაუტარა, მოსაყოლადაც სამარცხვინოა. მზად ვარ, თუნდაც თავი შევაკლა ამ საკითხს. პედოფილი მღვდელი, რომელიც დღესაც კი კაშუეთის ტაძარში მოღვაწეობს, სახელს არ დავასახელებ, რადგან მომთხოვენ, რომ დავამტკიცო და ჯერ უნდა დავითანხმო ეს ადამიანი. არიან მღვდელები, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ და თვითონ მომხმარებლები არიან. რა თქმა უნდა ყველა არა, მაგრამ… სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, 80 სასულიერო პირზე კრიმინალური დოსიე დაიდო საპატრიარქოში, რომ აი მიხედეთ ამ ხალხს, მაგრამ რომელი მათგანი გაგიგიათ, რომ განკვეთა პატრიარქმა?! სინოდში ერთმანეთის ცოდვებს ხელს აფარებენ, ერს კიდე ატყუებენ, რომ აი მოინანია და აპატია. ახლა თუ უღმერთო ხელისუფების შეკვეთებს შეასრულებ და ეკლესიაში პედოფილებს და მამათმავლებს შემოიყვან, მაშინ ეს რაღა პატრიარქობაა. ყველა იქნება პატრიარქი, პატრიარქი ფიტული კი არაა”, – განაცხადა მამა გიორგიმ.

Next Post

მორიგი წმენდა „ქართულ ოცნებაში“ - რას აპირებს ივანიშვილი?

ხუთ ნოე 7 , 2019
1,950 წაკითხვადაიწყო თუ არა ქართული ოცნების რიგებში წმენდა ბიძინა ივანიშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ოცნების ლიდერებით უკმაყოფილოა და მათ მკაცრი გაფრთხილება მისცა. კაჭრეთში გამართული შეხვედრა თბილისის პარტ-აქტივთან დაძაბული იყო. ივანიშვილის დირექტივა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 60 პროცენტიანი შედეგის მოპოვებაა. ამ მიზნის მისაღწევად, ქართული ოცნების ყოფილი წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბება მოუწევს. ვის ჩამოიშორებს და დაიტოვებს გუნდიდან ივანიშვილი, […]