936 წაკითხვა
სოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში:
გემახსოვრებათ ლილიპუტების ომი ჯონათან სვიფტის ,,გულივერის მოგზაურობაში”.
ლილიპუტების ომის მიზეზია განსხვავებული მიდგომა მეტად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, კერძოდ, როგორ უნდა გატყდეს კვერცხი-წინიდან თუ უკნიდან.
უკრაინაში მიმდინარე უბედურების ყურებისას სულ ეს პასაჟი მახსენდება.
ყველა ვიდეოში ისმის, რომ უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები ერთნაირად იგინებიან ერთი ენის უნიკალურ ფენომენზე, რომელსაც мат-ს უწოდებენ.
ეს ფენომენი იმითაა საოცარი, რომ სასქესო ორგანოების აღმნიშვნელი სიტყვები უამრავი მნიშვნელობით გამოიყენება, თანაც ურთიერთსაწინააღმდეგო კონოტაციით.
არადა, დიდი სურვილის მიუხედავად ამ სიტყვების შეცვლა პოლიტიკური მდგენელის შესაბამისად ვერ ხერხდება, ვინაიდან მხარეები ამ სიტყვებზე საკუთრების უფლებას არ დათმობენ, რომ არაფერი ვთქვათ ინერციის დაძლევაზე.
იგივე სიტუაციაა სიტყვა ,,Русь”-თან დაკავშირებით.
უკრაინელები თვლიან რომ ეს სიტყვა კიევიდან წამოვიდა და რუსები ისინი არიან, ოღონდ ახლა უკრაინელები გახდნენ, ხოლო რუსები ..მოსკალიაკები” არიან.
ცხადია, ასეთ ინტერპრეტაციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან რუსები.
ასეთ ტერმინოლოგიურ გაუგებრობებზეა აღმოცენებული ხშირად ომები.
საოცარია, რომ ადამიანი, რომელიც ღვთის ხატად და სახედ შეიქმნა, მსგავსი უმარტივესი სქემების მძევალი ხდება, აგრესიულად პროგრამირდება და გეოპოლიტიკურ ოქტაგონზე შეშვებული პიტბულივით გლეჯს და ანადგურებს თავის მსგავსს.
ცხადია, პიტბულების ჩხუბის უკან დგას მისი სელექცია, ამბიციები, ფული და ზოგადად პიტბულებისთვის სრულიად გაუგებარია, ვინ და რატომ შეუშვა საჩხუბრად, ის უბრალოდ გამოიყვანეს, გაწვრთნეს და აჩხუბებენ.
მათი ღირსებაც ესაა-პატრონს ასიამოვნოს თავგგანწირული ჩხუბით.
ადამიანებისთვის პიტბულის როლში ყოფნა ნამდვილად არ არის ღირსება.
მითუმეტეს, როცა ჩხუბის გამოცხადებული მიზეზი არაფრითაა კვერცხის წინა თუ უკანა მხრიდან გატეხვაზე მნიშვნელოვანი.
ერთიც უნდა ითქვას-კონფლიქტში ჩათრეულ მხარეებს კიდევ გაუგებ- სისხლი და ინერცია დამოუკიდებლად ამუშავებს ომის სამსხვერპლოს.
მაგრამ ამ ჩვენს უერთადგილო მილიტარისტებზე რა უნდა თქვას ადამიანმა- აღარ ვიცი.
მოდი და ნუ გაგახსენდება მათი წიოკის შემხედვარეს ლილიპუტები და კვერცხები.