1,028 წაკითხვა
სოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში:
აზოველებს საყვედურობენ-რატომ დანებდნენო.
აღარ ჰქონდათ საკვები, წყალი, ტყვია-წამალი და დანებდნენ, რა უნდა ექნათ, დანებით წასულიყვნენ ტანკების წინააღმდეგ?
ყველა მაკა ჩიჩუა ხომ არ იქნება, რუსს არავითარ შემთხვევაში რომ არ ნებდება?
ჰო, კიდევ-რუსებმაც არ იცოდნენ, რომ უკვე დამარცხებულები იყვნენ.
გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გააფრთხილოს ვინმემ ბიძინა ივანიშვილი.
სასწრაფოდ წაიკითხოს ივდითის ისტორია.
ვინმე მშვენიერი ასული თუ მოევლინა, ან თაკო ჩარკვიანი იქნება, ან კიდევ ეკატერინე კვესიტაძე.
გაფრთხილდეს, თორემ შეიძლება ნაბოქოდონოსორის სარდლის, ოლოფერნეს ბედი გაიზიაროს, ის ხომ დღევანდელობის ნაბუქოდონოსორის-პუტინის სარდალია.
განსაკუთრებით თაკოს მოერიდოს, მან ხომ ერთხელ საბურთალოზე პუტინი სასტიკად დაამარცხა.