„მე არაფერს ვამტკიცებ – ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რადგან დანაშაულის ნიშნები სახეზეა“

90 Views

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, ტელე-კომპანია „რუსთავი2“ – ის გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„დროა გავიხსენოთ ისტორია.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა პირდაპირ კონტროლზე აეყვანა ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი – რუსთავი-2. ამისათვის, უნდა ჩამოეშორებინა მისი დამფუძებლები და ტელევიზია ნომინალურ, “სანდო” ბიზნესმენზე გადაეფორმებინა. გადაწყდა, რეალური ფული გადაეხადათ მესამედი წილის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილისთვის, ხოლო დანარჩენი ორი დამფუძნებლისთვის ტერორის ქვეშ ფაქტობრივად კაპიკებად წაერთმიათ ტელევიზია. ასეც მოიქცნენ.
აქიმიძეს და დვალს კაპიკებად გადააფორმებინეს თავისი წილები “ვიღაცაზე” და ამ ვიღაცამ თითქმის იმავდროულად უკვე “ძვირად” გადაუფორმა ხალვაშს, როგორც ხელისუფლებისთვის სანდო ბიზნესმენს “ჩერეზ” ოქრუაშვილი. ეს ეპიზოდი ცალკე თაღლითობას გავს და გამოსაძიებელია. დასადგენია, იცოდა თუ არა ხალვაშმა, რაში იღებდა მონაწილეობას, თუ მხოლოდ ინსტრუმენტი იყო, გადახდილ იქნა თუ არა იმ ფლოსტებიანი კაცის მიერ შესაბამისი გადასახადები, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფულის გათეთრებას, ეს კაცი იმაში ხომ არ დასჭირდათ, რომ ხალვაში კეთილსინდისიერ მყიდველად დაფიქსირებულიყო, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად და ა.შ.

მე არაფერს ვამტკიცებ – ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რადგან დანაშაულის ნიშნები სახეზეა.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ხალვაში ბიზნესში მიშამდეც წარმატებული იყო. თუმცა ამ ისტორიიდან ჩანს, რომ ის იყო პირველი “მიშა” რუსთავი-2-ში. მერე ურთიერთობები აერიათ. ქიბარი ხორცის მანქანაში გაატარეს, რისთვისაც გულწრფელად თანავუგრძნობ და რუსთავი-2 შემდეგ ნომინალურ მიშაზე გააფორმეს და ა.შ. ახლა პროცესი მეათე მიშას მოუგო პირველმა მიშამ.
თქვენი გადასაწყვეტია, ამას დაარქმევთ თუ არა სამართლიანობის აღდგენას.
მე ვერ დავარქმევ, სანამ ტელევიზია დვალს და აქიმიძეს არ დაუბრუნდება, თუმცა მზად ვარ გავჩუმდე თუ ხალვაში მათთან საერთო ენას გამონახავს.

სიმართლეს არაფერი ჯობია.
კარგია, ხალვაში გამარჯვებას რომ ზეიმობს. თუ ცოტა სინანულითაც გააზავებს, შეიძლება დავივიწყოთ კიდევაც მისი მიშას კარის ბიზნესმენობის პერიოდი თავისი ტენდერებით“ – წერს ხუხაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„რუსთავი2“-ის ამბები მიშმაკებზე საღადაოდ გამოდგება, სერიოზული ხალხი ამაზე არ უნდა ცდებოდეთ“

პარ ივლ 19 , 2019
90 Viewsევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გულბაათ რცხილაძე, ტელე-კომპანია „რუსთავი2“ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმაურება: „ამ „ღრუსთავი2“-ის ამბები მიშმაკაკებზე საღადაოდ გამოდგება ოდენ, სერიოზული ხალხი ამაზე არ უნდა ცდებოდეთ და ასე დიდ მნიშვნელობას არ უნდა ანიჭებდეთ. არაკაცობის, “პიდარასტების”, ანტიეკლესიურობის, რუსოფობიის და ყველა სხვა ნაძირლობის არანაკლები რუპორებია დანარჩენი ტვ-ები. გვარამიას კრიახი თუ შეწყდება პირდაპირი ეთერით, მაგით პოლიტიკური ამინდი არ შეიცვლება […]