უკრაინის ომი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ დიპლომატიური გზით – ვოლოდიმირ ზელენსკი

295 წაკითხვა

უკრაინის ომი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ დიპლომატიური გზით, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუხედავად იმისა, რომ  ორ მხარეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უკრაინულ ტელევიზიაზე საუბრისას მან თქვა, რომ მისი ქვეყანა შეიძლება იყოს ბრძოლის ველზე გამარჯვებული – მაგრამ  საბოლოოდ, ყველაფერი შეიძლება  “მოლაპარაკების მაგიდასთან” დაჯდომის შემდეგ შეჩერდეს.

კონფლიქტი “სისხლიანი იქნება, იქნება ბრძოლები, მაგრამ ის საბოლოოდ დასრულდება მხოლოდ დიპლომატიის გზით”, – თქვა ზელენსკიმ.

სამშაბათს, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შეჩერებულია.

მეორე დღეს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადანაშაულა კიევის ხელისუფლება იმაში, რომ არ სურს მოლაპარაკებების გაგრძელება საომარი მოქმედებების დასასრულებლად.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბოლო შეხვედრა თითქმის ერთი თვის წინ, 22 აპრილს შედგა.

Next Post

„წადი რა, დითირამბები მიუძღვენი ბელად სააკაშვილს!“ - გია აბაშიძე

შაბ მაი 21 , 2022
295 წაკითხვა„ვერც კოლექტიური მშვენიერაძეები და ვერც მისნაირი უტვინო ნაცპოლიტიკანები ვერაფერს დამაკლებენ, როცა სიმართლე ჩემი და თანამოაზრეების მხარეზეა“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი მშვენიერაძის ფეისბუქ სტატუსს. „სექტამ თავისი მოკლე ჭკუით, ერთი წარაკუა ნაცენჯეოშნიკი მომიქსია. ვერც კოლექტიური მშვენიერაძეები და ვერც მისნაირი უტვინო ნაცპოლიტიკანები ვერაფერს დამაკლებენ, როცა სიმართლე ჩემი და თანამოაზრეების მხარეზეა. წადი რა, დითირამბები მიუძღვენი ბელად სააკაშვილს! ეგ უფრო მეტ-ნაკლებად გამოგდის […]