„უკრაინელებმა ეტყობა ვერ გათვალეს, რა რეაქცია მოჰყვებოდა საქართველოში მათ მოთხოვნას მეორე ფრონტის გახსნაზე“ – რამაზ საყვარელიძე

716 წაკითხვა

უკრაინელებმა ეტყობა ვერ გათვალეს, რა რეაქცია მოჰყვებოდა საქართველოში მათ მოთხოვნას მეორე ფრონტის გახსნაზე. სულ რომ გარანტირებული გვქონდეს, რომ თოფი არ გავარდება აფხაზეთსა და ცხინვალში, იქ თოფით შესვლა არ გვინდა. ეს შეცდომა უკვე დავუშვით, – ამის შესახებ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

„თუკი ამ პოლიტოლოგიურ პროცესებს დავუკვირდებით, ჩვენთვის ხელსაყრელია, რომ გამოვატაროთ ეს პროცესები. ზედმეტი აქტიურობა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ შეიძლება ვერ გაარტყა წერტილს. არავინ იცის, მომავალი როგორ გაიშლება, ამიტომ ის სიმშვიდე, რაც ქართულ ხასიათში არ ზის – ერთი სული გვაქვს, ამოვტივტივდეთ და წინ გავვარდეთ – ეს არის ერთ-ერთი ამოცანა მოცემული მომენტისთვის. ახლა ბევრი ლაპარაკი იყო მეორე ფრონტზე. რა თქმა უნდა, თუ მეორე ფრონტი გაიხსნა, აქ თუ თოფი გავარდება, რუსეთს ექნება საფუძველი, მთელი ეს ტრანზიტი ისევ თავისთან გადაიტანოს. რუსეთს ეჩქარება ეს, იმიტომ რომ თუკი ტრანზიტი ამუშავდა და ქვეყნები შეეჩვივნენ ერთი გზით სიარულს, მერე სხვა გზაზე მათი გაყვანა ძალიან ძნელია. ამ მხრივ რუსეთი დღეს ჩქარობს. რაც ყველაზე პარადოქსულია, მას ხელს უწყობს უკრაინული ელიტა, რომელიც მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით უკრაინას მეორე ფრონტის გახსნა აწყობს. როცა ვლაპარაკობთ რუსეთის დირიჟორობაზე, ისინი იპოვიან აქ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამას. უკრაინელებმა ეტყობა ვერ გათვალეს, რა რეაქცია მოჰყვებოდა საქართველოში მათ მოთხოვნას. სულ რომ გარანტირებული გვქონდეს, რომ თოფი არ გავარდება აფხაზეთსა და ცხინვალში, იქ თოფით შესვლა არ გვინდა. ეს შეცდომა უკვე დავუშვით“, – აცხადებს საყვარელიძე.

Next Post

„ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ დღეს ჩვენ გარშემო, მათ შორის პარლამენტში არიან თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, მოღალატეები“

ორშ მაი 23 , 2022
716 წაკითხვაყავლგასული თაღლითის ხელის გოგო, ვინმე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არის ხვრელი რუსეთისთვის სანქციებისგან თავის ასარიდებლად. რეალურად ამ მოღალატეებს არანაირი ფაქტი არ აქვთ, რეალურად ეს მოღალატეები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ანა ნაცვლიშვილის განცხადებას. „ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ დღეს ჩვენ გარშემო, მათ შორის პარლამენტში არიან თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, მოღალატეები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ […]