„ჩვენ მივმართეთ საელჩოს, რომ ნათელი მოეფინოს ამ ყველაფერს, რადგან ბრალდება, რომელსაც ოპოზიცია უყენებს საელჩოს, არის ძალიან მძიმე“

515 წაკითხვა

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ თომას ჯეფერსონის ქვეყნის დიპლომატები ახორციელებდნენ ჩარევას სასამართლოს დამოუკიდებლობაში – რაც არის წარმოსადგენი “ნაცმოძრაობისთვის”, ლომჯარიასთვის და სხვებისთვის, ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, მათ ეტყობა არ იციან, რა ღირებულებებზე დგას აშშ თომას ჯეფერსონიდან მოყოლებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის აშშ- ში დაგეგმილი ტრენინგიდან მოხსნის თაობაზე.

კობახიძის განცხადებით, მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არ დაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია და “საელჩომ უნდა უარყოს ის ბრალდება, რომელიც მას წაუყენა ოპოზიციამ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასთან და არაფორმალური მმართველობის მცდელობასთან დაკავშირებით.”

„ჩვენ მივმართეთ საელჩოს, რომ ნათელი მოეფინოს ამ ყველაფერს, რადგან ბრალდება, რომელსაც ოპოზიცია უყენებს საელჩოს, არის ძალიან მძიმე. პირდაპირ ბრალს სდებენ. დავანებოთ თავი საელჩოს და წარმოიდგინეთ, პარლამენტი აწყობს სემინარს, არ მოეწონა მოსამართლის გადაწყვეტილება, იბარებს მოსამართლეს და ეუბნება, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, შენ სემინარზე აღარ დაიშვები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის მიზანიც არის ზემოქმედება კონკრეტულ მოსამართლეზე და ზემოქმედება მეორე და მესამე ინსტანციის მოსამართლეებზე. რადგან თუ მოსამართლეები ხედავენ, რომ სხვა მოსამართლეზე განხორციელდა კონკრეტული საქმის გამო ზეწოლა, მეორე და მესამე ინსტანციის მოსამართლეები, ბუნებრივია, ამის მიხედვით შეიძლება იღებდნენ განსხვავებულ გადაწყვეტილებას. საელჩომ უნდა უარყოს ის ბრალდება, რომელიც მას წაუყენა ოპოზიციამ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასთან და არაფორმალური მმართველობის მცდელობასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან უხეში ბრალდება, რაც წაუყენა საელჩოს რადიკალურმა ოპოზიციამ და ამაზე პასუხია საჭირო. თუმცა, მე მესმის, რომ საელჩოსთვის შეიძლება უხერხული იყოს ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც. ამიტომ არ გვაქვს აბსოლუტური მოლოდინი, რომ საელჩო პასუხს გასცემს,“ – განაცხადა კობახიძემ.

იპნ

Next Post

„კარგით რა ხალხო, კარგით რა. როგორ შეიძლება რაღაც შავი პაკეტისთვის პრეზიდენტის დაკავება?„

სამ მაი 24 , 2022
515 წაკითხვა„სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, მაშინდელ მოლდოვის პრეზიდენტს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ თანხა იდო“. კარგით რა ხალხო, კარგით რა. როგორ შეიძლება რაღაც შავი პაკეტისთვის დ პრეზიდენტის დაკავება? იმ ფულით, რაც იმ პაკეტში სავარაუდოდ იყო, იქნებ პიჯაკები უნდა ეყიდა? – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის დაკავებას. „მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 72 […]

შესაძლოა მოგეწონოთ