„ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრობა რუსულ ორგანიზაციებთან – შენიღბული საფრთხეები რომელიც უნდა ვიცოდეთ

861 წაკითხვა

დღეს უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს საქართველოში რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა, რომელთა რეალური ინტერესთა სფერო და მიზნები ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. მათი გააქტიურება განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ მოხდა. ერთი შეხედვით ისინი გულისმოსაფხანი ლოზუნგებით გამოირჩევიან – ძირს პუტინის მმართველობა, ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პატივს ვცემთ მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს –  რა თქმა უნდა მსგავსი განცხადებები ერთი შეხედვით უწყინარი და სასიამოვნოც კია, თუმცა რეალურად, რა იმალება ამ საფარველის ქვეშ ეს არის უმთავრესი. შესაძლოა სხვა დროს და სხვა პოლიტიკური მოცემულობისას არც კი მიგვექცია ყურადღება, თუმცა დღეს, როდესაც ევროპისა და ამერიკის უდიდესი ნაწილი საქართველოს ომში ჩათრებას მთელი ძალით ცდილობს, (რომ არა ხელისუფლების დაბალანსებული პოლიტიკა)  და ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება გამოუსწორებელი შედეგების მომტანი გახდეს. მსგავსი საეჭვო ორგანიზაციების საქმიანობით ნამდვილად უნდა დაინტერესდეს მედია-მანამდე კი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად არის საქმის კურსში საპარლამენტო უმრავლესობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის მიწოდების პირველწყარო ჩვენ ვიყავით – დეპუტატების უმრავლესობას მსგავსი ორგანიზაციების არსებობის შესახებ არც კი სმენია:

ჩვენ კითხვა დავუსვით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს, რას ფიქრობენ საქართველოში მოქმედი ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ მიერ (ხელმძღვანელი ეგორ კუროპტევი) საქართველოში მოწყობილ ანტირუსულ მიტინგებზე, მითუმეტეს, რომ მათ აქტიურად უჭერენ მხარს ევროპული საქართველო და ელენე ხოშტარია. (ბოლოს აქცია 15 მაისს ჩატარდა).

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ეს საკითხი დღეს უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს ვიდრე სხვა შემთხვევაში:

„ის, რომ ნაციონალური მოძრაობა სხვა საკრიტიკებს მხოლოდ ეროვნული კუთვნილების გამო, და ამას თვითონ აკეთებს, ეს ძალიან ცუდად მეტყველებს თავად ამ პარტიაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც დღეს, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ პირებთან და ორგანიზაციებზე გვაქვს საუბარი, ყოველთვის არსებობს რისკები და საჭიროებს ყურადღებას ვიდრე სხვა შემთხვევაში. ეს არ უნდა გამოირიცხებოდეს, ასეთი მდგომარეობა, უკრაინისგან დამოუკიდებლადაც გვაქვს ჩვენ, ვინაიდან რუსეთის მიერ არის ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული, შესაბამისად, პროვოკაციების საფრთხე ყოველთვის არის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამას ყურადღება სჭირდება და ამ თვალსაზრისით მაგრამ ჩვენ შეიძლება ეთნიკურად ბევრი რუსი ვნახოთ, რომელთანაც პრეტენზია გვქონდეს, შეიძლბა იყოს ბევრი ისეთი, რომელთანაც პრეტენზია არ იქნება გამართლებული, მაგალითად, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ჩამოსული რუსი იმიტომ რომ ის წარმომავლობით რუსია, კონფლიქტი ამ შემთხვევაში არ არის გამართლებული“ – აცხადებს სარჯველაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი ორგანიზაციებისგან გარკვეული საფრთხე ნამდვილად არსებობდეს:

„ჩემთვის ცნობილია მსგავსი აქციების შესახებ. როდესაც ასეთი დაძაბული სიტაციაა და და ასეთი მაღალია უსაფრთხოების რისკები, რა თქმა უნდა ისეთი რუსული ორგანიზაციებიც კი ვინც ერთი შეხედვით, რუსეთში პუტინთან დაპირისპირებულად ითვლებოდეს, ასეთი ორგანიზაციები რა თქმა უნდა მაღალი რისკების მატარებლები არიან გამომდინარე იქიდან, რომ  შეიძლება ეს ყველაფერი იყოს საფარი და როგორც გამოიყურება შესაძლოა სინამდვილეში ასე სულაც არ იყოს. შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურებს მეტი ყურადღება აქვთ მისაქცევი და ალბათ მიაქცევენ კიდეც რათა მსგავსი ორგანიზაციების მეშვეობით რუსეთმა თავის მიზნებს არ მიაღწიოს. ამიტომ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად“.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მანამ, სანამ ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში ჯდება:

„კუროპტევის შესახებ მსმენია, ის ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან აქტიურობს, თუმცა მათი საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. რაც შეეხემა მათ მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს, ვფიქრობ, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, გამოხატვის თავისუფლება როდესაც ჯდება კანონის ჩარჩოებში,  ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუ კანონი დაირღვევა, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ეს ანტიპუტინისტური იქნება თუ სხვა რამ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. რუსეთის გაღიზიანებაზე ჩვენ პოლიტიკას არ ვაგებთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ინტერესი და ჩვენი ღირებულებები და როცა ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, სწორედ ეს არის რომ შეკრებების და გამოხატვის თავისუფლება არის ყველასთვის დაცული. თუ ვინმე კანონს დაარღვევს, პასუხიც შესაბამისი იქნება. დღეს ჩვენი ქვეყანა არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და ჩვენი პრიორიტეტია სწორედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

რატი იონათამიშვილი

„ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მოღალატეთა პარტიამ ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და მის განშტოებებს, მათ შეფარვით აქვთ თითქოს დასავლური კურსი და სინამდვილეში კი ისინი ყოველთვის რუსეთის ინტერესების განხორციელებას ცდილობენ. ფაქტობრივას, ეს არის რუსული ჰიბრიდული ძალის წარმონაქმდები, რომელთა ინტერესი არისმ, რომ რაც შეიძლება მეტად საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობა. საზოგადოება ამავე დროს იმასაც ხედავს, რომ მათი ნებისმიერი ასეთი განზრახვა ყოველთვის კრახით სრულდება. ჩვენ მოღალატეთა პარტიიდან გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან რომ დააზიანონ ქვეყანა, აქ ისინი ჩართავენ ჰიბრუდული ძალის სხვადასხვა განშტოებებს, მაგრამ მინდა ჩვენი საზოგადოება დავარწმუნო, რომ მათ ამგვარი მოღალატეობრივი მცდელობებიდან, არანაირი შედეგის მიღწევის შანსებიარ ექნებათ.

რაც შეეხება რუსეთის მიზანმიმართულად გაღიზიანებას, ცხადია მათ აქვთ კონკრეტული მიზანი, ერთია საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების შანსის განეიტრალება და მეორეს მხრივ მათი მიზანი არის საქართველოს ჩათრევა საომარ მოქმედებებში.  ამ ორი მიზნის მისაღწევად ისინი ბოლომდე იხარჯებიან, თუმცა მათ არანაირი უნარი არ გააჩნიათ, რომ ეს მავნებლური მიზნები განახორციელონ. ჩვენი ხელისუფლება და შესაბამისი ორგანოები  მტკიცედ დგას ეროვნული უსაფრთხოების სადარაჯოზე და რაც მთავარია ჩვენი მოსახლეობა, რომელიც აცნობიერებს არსებულ საფრთხეებს.

მამუკა მდინარაძე:

„მე ამის შესახებ არ ვიცი და რომ გითხრათ ძალიან გამიკვირდა მოგატყუებთ. მაგალითად, ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთი რადიკალი გახლავთ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. როგორც იტყვიან, მე ყოფილი „კაგებეშნიკის“ არ მჯერა, ისევე როგორც არ მჯერა მიხეილ სააკაშვილის პროდასავლურობის. რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტის ქართული და დასავლური ღირებულებების მე არ მჯერა.

 

Next Post

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ოთხ მაი 25 , 2022
861 წაკითხვაუკრაინაში მიმდინარე ომის გამო უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ეს ნაბიჯი მისცემს მთავრობა „მანევრირების სივრცეს და დაუყოვნებლივ რეაგირების შესაძლებლობას“ იმის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება. „ჩვენ ვხედავთ, რომ ომმა და ბრიუსელის მიერ დაწესებულმა სანქციებმა დიდი ეკონომიკური ძვრა და კატასტროფული ინფლაცია გამოიწვია. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. უნგრეთი ამ ომისგან შორს უნდა დარჩეს“, – აცხადებს […]

შესაძლოა მოგეწონოთ