„მინდა დავსვა კითხვა, რომელია ამ ორიდან სწორი?“ –  რომან გოცირიძე

486 წაკითხვა

ვინ გეუბნებოდათ, რომ ბორჯომი, ღვინო და სხვა საქონელი რუსეთში არ გავიტანოთ? ჩვენ იმას გეუბნებოდით, რაც გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა და გუშინწინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გითხრათ, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციების გვერდის ავლის ტერიტორია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა:

„ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აბზაცი უნდა წაგიკითხოთ იმ წერილიდან, რომელიც ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში იყო მოხსენიებული და მინდა დავსვა კითხვა, რომელია ამ ორიდან სწორი? ვერ გავიგე, სანქციებს მივუერთდით თუ არა? პირველი, რაც თქვენ თქვით – „ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ შეტანილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს“. თქვენი მეორე განცხადება – „ეროვნულ დონეზე სანქციები არ დაგვიწესებია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. ვერ გავიგე, სანქციებს მივუერთდით თუ არა? აქ ხალხს რომ აშინებთ, ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებას ვინ გთხოვდათ? თურმე ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთიდან არ ვიყიდოთ ხორბალი, არ შემოვიტანოთ საწვავი, გაზი და კიდევ უამრავი სხვა. ვინ გეუბნებათ ამას? ვინ გეუბნებოდათ, რომ ბორჯომი, ღვინო, და სხვა საქონელი არ გავიტანოთ? ჩვენ გეუბნებოდით იმას, რაც გუშინ გითხრათ საფრანგეთის პრეზიდენტმა და რაც გუშინწინ გითხრათ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციების გვერდის ავლის ტერიტორია. როდესაც 100-ჯერ გეუბნებიან, ესეიგი გაკვირდებიან და იციან. გაკვირდებიან კოსმოსიდან, ინტერნეტიდან, საელჩოებიდან, დაზვერვიდან, არასამთავრობოები, რომლებიც თქვენ გძულთ და რაღაც ინფორმაციებს აწვდიანო, მათ ყველაფერი იციან“, – განაცხადა გოცირიძემ.

Next Post

„ჩვენ მოვისმინეთ მორიგი ბინძური ცილისწამება ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ“

პარ მაი 27 , 2022
486 წაკითხვაჩვენ მოვისმინეთ მორიგი ბინძური ცილისწამება ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ – უკრაინის დაზვერვის სამსახურის ორი განცხადება გავრცელდა, არავითარი, ნული მტკიცებულება, ნული ფაქტი იქნა გასაჯაროებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, უკრაინულ მხარეს გაკეთებული განცხადებების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ წარუდგენია. „ჩვენ მათ მივმართეთ, დავურეკეთ, დავუკავშირდით, ვუთხარით, რატომ გააკეთეს ეს, კარგად […]

შესაძლოა მოგეწონოთ