„ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების შენელებულმა ტემპმა წარმოქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს“

466 წაკითხვა

საქართველომ წლების განმავლობაში აშკარად დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების გზაზე. ამასთან, შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ის ემთხვევა დროს, როცა ევროკავშირი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს ქვეყნის ტრაექტორიით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმების შენელებულმა ტემპმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა.

„ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების შენელებულმა ტემპმა წარმოქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირის საჯარო რეაქციები ცნობილია გარკვეულ მოვლენებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა საქართველოში, კითხვები გაჩნდა დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით, 5 ივლისის ძალადობასთან და მის შედეგებთან, ჟურნალისტების და უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების პატივისცემის მიმართულებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით.

Next Post

„ჩვენი გეგმები ნათელია - ჩვენ განვახორციელებთ მთელ ჩვენს ტერიტორიის დეოკუპაციას“

სამ მაი 31 , 2022
466 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოახდენს ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად მას ეკუთვნის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, უკრაინის შეიარაღებული ძალები და ყველა ჩვენგანი იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. რთული ვითარება აღმოსავლეთში განპირობებულია იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის ყველაზე მეტი შეიარაღება, სამხედრო ფორმირებები, ბატალიონები და ა.შ. იქ არის კონცენტრირებული“, – განაცხადა მან. ზელენსკიმ ხაზგასმით […]