„ჩვენი გეგმები ნათელია – ჩვენ განვახორციელებთ მთელ ჩვენს ტერიტორიის დეოკუპაციას“

557 წაკითხვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოახდენს ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად მას ეკუთვნის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, უკრაინის შეიარაღებული ძალები და ყველა ჩვენგანი იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. რთული ვითარება აღმოსავლეთში განპირობებულია იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის ყველაზე მეტი შეიარაღება, სამხედრო ფორმირებები, ბატალიონები და ა.შ. იქ არის კონცენტრირებული“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი თავისი ტერიტორიის დეოკუპაციას მოახდენს.

„ჩვენი გეგმები ნათელია – ჩვენ განვახორციელებთ მთელ ჩვენს ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის და ყველა საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის ჩვენი გეგმა. ჩვენ არ გვაინტერესებს რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას.

აღმოსავლეთში გვიჭირს შესაბამისი იარაღის არქონის გამო“, – განაცხადა მან.

Next Post

„თუკი ვინმე ამაზე გააკეთებს განცხადებას და ჩვენ ფაქტებით შევაფასებთ, რატომ მიგაჩნიათ ეს ხისტ განცხადებად?“

ხუთ ივნ 2 , 2022
557 წაკითხვაუკაცრავად, თუკი ვინმე იმას გვსაყვედურობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მისცა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას”, მაშინ ეს ხალხი საყვედურობს ქართველ ხალხს, მათ ქართველ ხალხთან საყვედურის უფლება არ აქვთ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დასავლელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, როცა ფაქტების საწინააღმდეგოდ განცხადებები ისმის ვინმეს მხრიდან, ამაზე ადეკვატური შეფასების უფლება მათ აქვთ მაშინ, როცა საერთაშორისო დოკუმენტებში რეფორმები პოზიტიურად არის შეფასებული. […]