„მე ვიცი, რომ ევროპა საქართველოს არ გარიყავს, დარწმუნებული ვარ ამაში“ – გიორგი გახარია

388 წაკითხვა

მე ვიცი, რომ ევროპა საქართველოს არ გარიყავს, დარწმუნებული ვარ ამაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ქართველი ხალხი ამ სტატუსს იმსახურებს მიუხედავად იმისა, როგორია დღეს საქართველოს მთავრობა.

„მე ვიცი, რომ ევროპა საქართველოს არ გარიყავს, დარწმუნებული ვარ ამაში. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ფაქტია ისიც, რომ ევროპელებს ძალიან კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხი ამ სტატუსს იმსახურებს მიუხედავად იმისა, როგორია დღეს საქართველოს მთავრობა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირის გზას აქვს 80%-მდე ეს ერთი, მეორე, მათ ძალიან კარგად იციან საქართველოს ისტორია და იციან, რომ ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შექმნისთვის და რაც მთავარია, ჩვენი შვილები ამაზე ოცნებობენ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არცერთ მთავრობას არ ეკუთვნის ეს სტატუსი, ეს სტატუსი ეკუთვნის სახელმწიფოს, ქვეყანას და ხალხს, მთავრობები მიდიან და მოდიან. სტატუსი, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მიიღებს, განსაზღვრავს ჩვენს შემდგომ ათწლეულების ცხოვრების რეჟიმს ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები აბსოლუტურად ობიექტურად განსჯიან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Next Post

„100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ“

პარ ივნ 3 , 2022
388 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ომის დაწყებიდან მეასე დღეს twitter-ში ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გავიდა 100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე. „100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. 100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა. 100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების […]

შესაძლოა მოგეწონოთ