499 წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ომის დაწყებიდან მეასე დღეს twitter-ში ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გავიდა 100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე.
„100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. 100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა.
100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.