პარლამენტის კომიტეტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავას მოუსმენენ

405 წაკითხვა

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავას მოუსმენენ.

თურნავას კანდიდატურა პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტში მაისის ბოლოს შევიდა და საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.

ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ადგილი ვაკანტურია. საბჭო, რომელიც 9 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი, ამჟამად 7 წევრისგან შედგება.

ნათია თურნავა 2019 წლიდან 2022 წლის თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. ნათია თურნავას მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. სწავლების სხვადასხვა კურსი გავლილი აქვს აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის, კ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით, მოგვიანებით კი გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა დაასრულა და ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი.

Next Post

„ყოვლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები და დასაგმობია, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს“

ორშ ივნ 6 , 2022
405 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლოგიკას არ ექვემდებარება პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში სპონტანური და არამართული იყოს. როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ეს არის გეგმა, რათა პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე. „ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი […]

შესაძლოა მოგეწონოთ