„ყოვლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები და დასაგმობია, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს“

707 წაკითხვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლოგიკას არ ექვემდებარება პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში სპონტანური და არამართული იყოს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ეს არის გეგმა, რათა პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული.

ეს ქვეყნის ევროპული გზის დასაზიანებლად მიზანმიმართული ქმედებებია, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსა და თანხვედრაში არაა მის ევროპულ არჩევანთან.

ეს არის გეგმა, რათა მსგავსი პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოჩინდეს, როგორც ანტიდასვლური და ანტიევროპული სახელმწიფო.

სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმიურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე?

ყოვლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები და დასაგმობია, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

Next Post

პარლამენტი დღეს შალვა პაპუაშვილის ანგარიშს მოუსმენს

ოთხ ივნ 8 , 2022
707 წაკითხვადღეს, 8 ივნისს, პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება. შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამის შემდეგ კი, სესიაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება. პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ანგარიშის წარდგენა სავალდებულოა და ეს, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ხდება.