პარლამენტი დღეს შალვა პაპუაშვილის ანგარიშს მოუსმენს

დღეს, 8 ივნისს, პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება.

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამის შემდეგ კი, სესიაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება.

პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ანგარიშის წარდგენა სავალდებულოა და ეს, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ხდება.

  • „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *