„ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქალაქი სევეროდონეცკი დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება.

„ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომის განმავლობაში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ მიმართულებას იცავს. მრავალი თვალსაზრისით, იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი,” – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ რუსი ოკუპანტები გეგმავენ, ოკუპირებული რეგიონების მათ შორის საქართველოს რეგიონების, საფეხბურთო გუნდები ფსევდოჩემპიონატისთვის გააერთიანონ.

„ოკუპანტებმა გამოაცხადეს აბსოლუტურად გიჟური ამბავი, რომ ისინი ემზადებიან ოკუპირებული ტერიტორიიდან – დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ხერსონიდან, მელიტოპოლიდან, ყირიმიდან და საქართველოს ნაწილიდანაც კი, საფეხბურთო კლუბები ფსევდო ჩემპიონატისთვის გააერთიანონ,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ამ გადაწყვეტილებას უკრაინელი ხალხის “დაცინვა” უწოდა. პრეზიდენტის თქმით, ამ ტერიტორიებისთვის, ამ ქალაქებისთვის ნორმალური ცხოვრება მხოლოდ უკრაინის დაბრუნება, მისი დროშა და კანონი იქნება.

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *