უკრაინელი ჯარისკაცები სევეროდონეცკში მტრის თავდასხმას წარმატებით იგერიებენ, ბრძოლა გრძელდება

512 წაკითხვა

უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში მტრის თავდასხმებს წარმატებით იგერიებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

“უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით იგერიებენ მტრის თავდასხმებს სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში, ბრძოლა გრძელდება”, – აცხადებენ გენშტაბში.

„სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა განახორციელა საცეცხლე შეტევა ჩვენს პოზიციებზე ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან. მათ ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, ტოშკოვკას, უსტინოვკას, ბოროვსკოეს, მეტელკინოს დასახლებების ტერიტორიებზე. მტრის არმიის ავიაციამ ბელაია გორასთან ავიაიერიში განახორციელა“, – ნათქვამია ანგარიშში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის ცენტრში გამაგრებას ცდილობენ.

Next Post

რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების აქტი დღესვე უნდა გამოსცეს

ხუთ ივნ 16 , 2022
512 წაკითხვასალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ აქტი დღესვე უნდა გამოსცეს, ამ საკითხს მაინც თუ გადაჭრის, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეკრებას აზრი ჰქონდა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად იმართება. გოცირიძის თქმით, აქციას, რომელიც პრეზიდენტმა დააანონსა, ქვეყნის წინაშე არსებული ერთი პრობლემის გადაჭრა მაინც უნდა მოჰყვებოდეს და მას შეუძლია გადაჭრას გვარამიასთან დაკავშირებული პრობლემა, […]

შესაძლოა მოგეწონოთ