შალვა პაპუაშვილი – პირველი დასკვნა, რაც ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამოიტანა, იყო ის, რომ წასულიყო არა დეპოლარიზაციისკენ, არამედ პოლარიზაცია გაეღრმავებინა

415 წაკითხვა

პირველი დასკვნა, რაც ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამოიტანა, იყო ის, რომ წასულიყო არა დეპოლარიზაციისკენ, არამედ პოლარიზაცია გაეღრმავებინა, – ეს შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის შეფასებით, დღევანდელი აქციის ორგანიზატორია „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული ფრთა და „სირცხვილია“.

„ევროკომისიის მოსაზრება, რომელიც უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავდებოდა, საქართველოში პოლარიზაციას შეეხება. იყო მოწოდება იმისკენ, რომ პოლარიზაცია უნდა შემცირდეს და დეპოლარიზაციაა მთავარი საკითხი. ჩამოთვლილი საკითხებიდან დეპოლარიზაციაა ერთადერთი საკითხი, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის გარეშე ვერ შეასრულებს.

ამ აქციის მიზანი რაც არის ვხედავთ – პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების შეცვლის და ა.შ. როგორც პოლიტიკოსების, ასევე სამწუხაროდ, მედიის წარმომადგენლების განცხადებებიც იყო, რომ უნდა გავყაროთ, უნდა გავაგდოთ და ა.შ. მგონი, სოციალურ ქსელს ყველა თვალყურს ვადევნებთ. ევროპა და ევროპული კომისია თავის რეკომენდაციებში ამბობს, რომ იმისათვის, რომ საქართველოს კანდიდატობის სტატუსი მიენიჭოს, საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტამ დეპოლარიზაცია მოახდინოს. ამ პოლარიზაციის ნაწილი სამწუხაროდ, არის მედიაც და სამოქალაქო სექტორის ნაწილიც. აქციის მონაწილეები ზუსტად ამის საპირისპიროს აკეთებენ – აღვივებენ პროცესს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Next Post

როცა შენ ასეთი გააფთრებული, დუჟმორეული დამოკიდებულება გაქვს, კეთილი უნდა ინებო და შემოსავლების წარმოშობა დაასაბუთო - გია ვოლსკი

ორშ ივნ 20 , 2022
415 წაკითხვაროცა შენ ასეთი გააფთრებული, დუჟმორეული დამოკიდებულება გაქვს, კეთილი უნდა ინებო და შემოსავლების წარმოშობა დაასაბუთო – რა მხატვრობაა ამისთანა, რომ მისი მემკვიდრეებისთვის ამდენ დოლარს აგროვებ! – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა. ვოლსკის თქმით, “ამ შავბნელ გადმორიცხვებს ნათელი უნდა მოეფინოს, რაც ელენე ხოშტარიას ოჯახს არ გაუკეთებია“. “ამორალურია, როცა საზოგადოებას ყოველ დღე უკიჟინებ, რომ რუსული ორცხობილაც კი არ მიირთვას და თუ […]

შესაძლოა მოგეწონოთ