როცა შენ ასეთი გააფთრებული, დუჟმორეული დამოკიდებულება გაქვს, კეთილი უნდა ინებო და შემოსავლების წარმოშობა დაასაბუთო – გია ვოლსკი

389 წაკითხვა

როცა შენ ასეთი გააფთრებული, დუჟმორეული დამოკიდებულება გაქვს, კეთილი უნდა ინებო და შემოსავლების წარმოშობა დაასაბუთო – რა მხატვრობაა ამისთანა, რომ მისი მემკვიდრეებისთვის ამდენ დოლარს აგროვებ! – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ვოლსკის თქმით, “ამ შავბნელ გადმორიცხვებს ნათელი უნდა მოეფინოს, რაც ელენე ხოშტარიას ოჯახს არ გაუკეთებია“.

“ამორალურია, როცა საზოგადოებას ყოველ დღე უკიჟინებ, რომ რუსული ორცხობილაც კი არ მიირთვას და თუ მიირთმევს, ერის მოღალატეა. ამ დროს, ჩუმად ინახავ ინფორმაციას, რომ მილიონობით რუბლი და ასიათასობით დოლარი რუსეთის ფედერაციის ეროვნული ბიუჯეტიდან ჩამოგდის.

შეიძლება, ამას რაღაც გამართლება და დანიშნულება გააჩნია. შეიძლება შუაში სოლიკო ვირსალაძეა და მისი შემოქმედებიდან რაღაც ჰონორარი შემოდის, რაც საეჭვოა, მაგრამ ეჭვის გაფანტვაც შესაძლებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “იმედმა“ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ელენე ხოშტარიას მამის გოგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთიდან პერიოდულად სოლიდური თანხები ირიცხება. “ქრონიკის“ ცნობით, საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.

თავად ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მამამისი გოგი ხოშტარია არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე და მას რუსეთიდან ვირსალაძის ჰონორარი ერიცხება.

Next Post

ნავსი გატყდა - ყოფილმა პოლიტპატიმრებმა უკრაინის ფეტიში დაამსხვრიეს

ორშ ივნ 20 , 2022
389 წაკითხვა18 ივნისს, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლის წინ გამართულ აქციაზე, აქციის ორგანიზატორებმა, ყოფილმა პოლიტპატიმრებმა რამაზ გაგნიძემ, ვასილ გოგალაძემ და ზაზა დავითაიამ, ასევე მიტინგის მონაწილეებმა, დაგმეს ზელენსკის უკრაინის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა. „მეორე ფრონტი არ იქნება!“ – ეს იყო აქციის მთავარი ლოზუნგი და ამ სულისკვეთებით მხარდაჭერა გამოხატეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგარეო კურსის მიმართ. „გაიტანეთ უკრაინა!“ – ეწერა კიდევ ერთ პლაკატზე, […]