„უბიოგრაფიო ადამიანი ხართ, ვიღაცის ხელთდასმით ბრძანდებით ახლა პრემიერის კანცელარიაში!“

342 წაკითხვა

ტვ „ალტ ინფოზე“, ზაზა დავითაიას სატელევიზიო გადაცემაში „განსხვავებული აზრი“, პოლიტპატიმარმა ვასილ გოგალაძემ მიმართა მთავრობის ადმინისტრაციის ე. წ. სტრატკომის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილს:

„ვინმე ბექა მჭედლიშვილს მივმართავ პირდაპირ ეთერში, არ ვიცნობ… არ მახსოვხართ, საერთოდ, ვინ იყავით, სად იყავით, სააკაშვილის რეჟიმის დროს, რას წარმოადგენდით, რა პოლიტიკური წარსული გაქვთ, უბიოგრაფიო ადამიანი ხართ. ალბათ ვიღაცის ხელთდასმით ბრძანდებით ახლა პრემიერის კანცელარიაში, ჩვენ კი ვიყავით თურმე ვართ ირაკლი ღარიბაშვილის მოწინააღმდეგეები და თქვენ კეთილგანწყობილი. აი მე, ვასილ გოგალაძე, გეუბნებით, როცა გნახავთ, ზრდილობიან ფორმებში მინდა დაგისვათ კითხვა, როგორც პოლიტპატიმარმა და თქვენ პასუხი გამცეთ: პირადად თქვენ, ბექა მჭედლიშვილო, სად ბრძანდებოდით 2012 წლამდე და ახლა ასე გაოცებულები ვიყავით ჩვენ თქვენი განცხადებით, რომ პოლიტპატიმრები და პოლიტრეპრესირებულები მართავდნენ ღარიბაშვილის ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო , პროვოკაციულ აქციას“ – აღნიშნა ვასილ გოგალაძემ.

წინა დღით ბექა მჭედლიშვილმა თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, რომელიც არ ასახვს მთავრობის ოფიციალურ პოზიციას:

„სხვადასხვა ადამიანები, მაგალითად როგორიცაა გულბაათ რცხილაძე, აანონსებენ აქციას რომლის გამართვასაც აპირებენ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდასაჭერად. ეს თემა აიტაცა ოპოზიციურმა მედიამ და საზოგადოებას ისე ანახებენ თითქოს ეს რეალურად ირაკლი ღარიბაშვილის მხარდასაჭერი აქციაა. გვსურს საზოგადოებამ იცოდეს რომ ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელთანაც ირაკლი ღარიბაშვილს, მის მთავრობას და ქართულ ოცნებას არანაირი შეხება არ აქვს!” – დაწერა მჭედლიშვილმა.

აქცია გაიმართა 18 ივნისს, საღამოს 7 საათზე, ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში. აქციის ორგანიზატორებმა რამაზ გაგნიძემ, ვასილ გოგალაძემ და ზაზა დავითაიამ მხარდაჭერა გამოუცხადეს სამთავრობო საგარეო კურსს და დაგმეს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა დასავლეთისა და უკრაინის მხრიდან.

 

 

 

 

Next Post

რამაზ გაგნიძე - ბექა მჭედლიშვილს: „ეტყობა, შენ ვაზელინი იშოვე დიდი რაოდენობით, ვაჟკაც!“

სამ ივნ 21 , 2022
342 წაკითხვატვ „ალტ ინფოზე“, ზაზა დავითაიას სატელევიზიო გადაცემაში „განსხვავებული აზრი“, ყოფილმა პოლიტპატიმარმა რამაზ გაგნიძემ მიმართა მთავრობის ადმინისტრაციის ე. წ. სტრატკომის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილს: “ბექა მჭედლიშვილი მე კარგად მიცნობს, 2012 წელს ბლოგერი იყო, როცა მოვიდა ახალი ხელისუფლება, საკმაოდ აქტიურობდა. რადგან ასე, პროვოკატორები გვიწოდე, მე მოგმართავ, გინდა შეურაცხყოფად გაიგე, გინდ არა: ეტყობა, ვაზელინი იშოვე შენ, დიდი პარტია, ვაჟკაც და ამ ვაზელინით […]

შესაძლოა მოგეწონოთ