„რაც შეეხება ლოკალურ ინციდენტებს, იმის დაბრალება, რომ ეს თითქოს „ქართული ოცნების“ მიერ არის ორგანიზებული, პოლარიზაციის ერთ-ერთი ნაწილია“

380 წაკითხვა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც ოპოზიცია თავად ახდენს პოლარიზაციის პიკში აყვანას და შემდეგ უკვირს, ამ პოლარიზაციის გამო რომ მოქალაქეებთან კონფლიქტი აქვს, ეს არათუ არათანმიმდევრული, არამედ პარადოქსული დამოკიდებულებაა.

პაპუაშვილის განმარტებით, მისთვის უცნობია იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებიც ოპოზიციას მოქალაქეებთან შეხვედრისას დაუპირისპირდა.

„რაც შეეხება ლოკალურ ინციდენტებს, იმის დაბრალება, რომ ეს თითქოს „ქართული ოცნების“ მიერ არის ორგანიზებული, პოლარიზაციის ერთ-ერთი ნაწილია იმ დღის წესრიგისა, რომელიც ოპოზიციას აქვს. ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ხომ თანმიმდევრული უნდა იყოს, ერთის მხრივ, ამ პოლარიზაციის გამღვივებელი ის თავადაა. მთავრობის გადადგომა არათუ პოლარიზაციის გაღრმავება, არამედ ამ პოლარიზაციის პიკში აყვანაა, როდესაც ითხოვ მთავრობის გადადგომას და არადემოკრატიული ინსტრუმენტის, რაღაც ტექნიკური მთავრობის ტერმინებით საუბარს. ოპოზიციას თავად უნდა, რომ პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს ვითარება, აცხადებს მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და ტექნიკური დემოკრატიული ლეგიტიმაციის არმქონე მთავრობის შექმნას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Next Post

შეინახეთ ფული და მიაღწიეთ ფინანსურ მიზნებს

ხუთ ივნ 30 , 2022
380 წაკითხვარა არის ვადიანი დეპოზიტი? ვადიანი დეპოზიტები, იგივე ანაბრები, არის შემნახველი სტრუქტურა, რომლებსაც ბანკები გვთავაზობენ, როგორც ინვესტიციის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად სარისკო ფორმას. დეპოზიტების სარგებელი არანაკლებ დიდია, ვიდრე სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტები. ანაბრები დიდი ხანია არსებობს და ამ საბანკო პროდუქტით დიდი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი. ხელშესახები სარგებელი ანაბრები არის საბანკო პროდუქტი, სადაც მომხმარებლის ინვესტიცია ხანგრძლივად ინახება. ძირითადად, დეპოზიტის მაქსიმალური ვადა ორი წელიწადია. სადეპოზიტო […]