თანამედროვე საკეტების უპირატესობები სამუშაო სივრცეებში

613 წაკითხვა

კომპანიაში თუ ისევ ძველებურ საკეტებს იყენებთ, ცვლილების დროა.

თუ ფლობთ ბიზნესს, თქვენი შენობის უსაფრთხოება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ CCTV კამერები და განგაშის სისტემები შესანიშნავი გზაა პოტენციური თავდასხმების შესაჩერებლად და თქვენი შენობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძლიერი და უსაფრთხო საკეტის მნიშვნელობაც არ უნდა დავივიწყოთ. თუ თქვენი სამუშაო ადგილის საკეტები დიდი ხნის განმავლობაში არ შეცვლილა ან მოძველებულია, მათი განახლება ახლა უკვე არჩევანი კი არა, აუცილებლობაა.

კარების ელექტრო საკეტები იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც ცდილობს თავისი შენობის უსაფრთხოება გააუმჯობესოს და გააუქმოს ძველებური გასაღებების ნაკრების აუცილებლობა, რომელიც შეიძლება ადვილად დაიკარგოს. დღესდღეობით, ბაზარზე არსებობს უამრავი სხვადასხვა ელექტრონული საკეტი, რომელიც მოერგება ყველა ტიპის შენობას და ორგანიზაციას.ელექტრონული საკეტების სისტემა მოიცავს ყველაფერს, დაწყებული, ელექტრონული კლავიატურებიდან, რომელიც იღება ან იკეტება მარტივ კოდის ჩაწერით, დამთავრებული ბიომეტრიული სისტემებით, რომელიც თითის ანაბეჭდს და სმარტ ბარათებს საჭიროებს. ასეთი სისტემები კონკრეტულ თანამშრომლებს განსაზღვრულ ტერიტორიასთან წვდომას უმარტივებს. არალიცენზირებულ პირებს კი ხელს უშლის, რომ შენობასთან და, შესაბამისად, ინფორმაციასთან წვდომა ჰქონდეთ.

ქვემოთ, ჩვენ გადავხედავთ კარის ელექტრონული საკეტების დაყენების უპირატესობებს დიდ სამუშაო სივრცეებში, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი ირევა.

გაძლიერებული უსაფრთხოება

შენობებში ელექტრონული კარის საკეტების დაყენების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა უპირატესობაა მათი გაძლიერებული უსაფრთხოება. ციფრული კარის საკეტები უზრუნველყოფს, რომ მძარცველები და თავდამსხმელები თქვენს საკუთრებაში საკეტის მოშლით ვერ შეაღწევენ.

გასაღებების საჭიროების მოხსნა და მათი კოდებით და ბარათებით ჩანაცვლება ნიშნავს, რომ აღარ მოგიწევთ ფიქრი დაკარგული გასაღებებზე. გასაღების გარეშე ელექტრონული კარის საკეტები მთლიანად გამორიცხავს გასაღებების აუცილებლობას, რაც უზრუნველყოფს, რომ გარეშე პირი ვერასოდეს წააწყდება გასაღებს, რომელიც თქვენს ქონებაზე წვდომას მისცემს.

მაღალტექნოლოგიური საკეტები თავდამსხმელებს განდევნის

ელექტრონულ საკეტები ვიზუალური შემაკავებლებიც არიან. პოტენციურ თავდამსხმელებს აშინებთ ვიზუალური შემაკავებელი საშუალებები, როგორიცაა CCTV კამერები, განგაშის სისტემები და სინათლის სენსორები. ბევრი კრიმინალი არის ოპორტუნისტი, რომელიც ეძებს მარტივ და სწრაფ წვდომას შენობებთან, როგორიცაა სუსტი საკეტები და ღია ფანჯრები.

თუმცა, კარების ელექტრონული საკეტები არის გასაღების გარეშე და საჭიროებს ბარათს, კოდს ან თითის ანაბეჭდს – და, შესაბამისად, მათი გატეხა გაცილებით რთულია, ვიდრე მექანიკური საკეტები. თავდამსხმელები გადაიფიქრებენ თქვენს შენობაში შეჭრის ცდას და გაემართებიან შენობისკენ, რომელსაც აქვს უფრო სუსტი უსაფრთხოების სისტემა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ არ იციან, რა ელოდებათ კარის მეორე მხარეს.

ავტომატური ჩაკეტვა და თანამშრომლების კონტროლი

  • კარების ელექტრონული საკეტების განახლება დაშვების კონტროლის სისტემებით ასევე იდეალური საშუალებაა, თვალყური ადევნოთ თქვენი თანამშრომლების სამუშაო საათებს, საქმიანობას და ადგილსამყოფელს შენობაში.
  • ელექტრონული საკეტების უმეტესობა ავტომატურად იკეტება კარის დახურვისას, რაც ნიშნავს, რომ თანამშრომლების უყურადღებობის გამო, კარი არასდროს დარჩება ღია.
  • ელექტრონული საკეტების სისტემა აღმოფხვრის ადამიანის მიერ გამოწვეულ რისკებს და უზრუნველყოფს, რომ თქვენი შენობის კარი, არასასურველი პირებისთვის, ყოველთვის ჩაკეტილი იყოს.

თანამედროვე საკეტების დაყენება „ვეზირთან“ ერთად

თუ უკვე დაგარწმუნეთ, რომ ელექტრონული საკეტების სისტემა თქვენი თანამშრომლების და შენობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ალბათ გიჩნდებათ კითხვა, როგორ დააყენოთ ეს სისტემა.

ქართული კომპანია “ვეზირი” მთელი შენობის ელექტრონული საკეტების სისტემით აღჭურვას უზრუნველყოფს. “ვეზირი” კომპანიებს სთავაზობს დაშვების სისტემების ყველა შესაძლო ვარიანტს: ბიომეტრიული საკეტებიდან, დრონებამდე და ანტიდრონებამდე. “ვეზირს” შეუძლია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, თქვენი სამუშაო სივრცე იდეალურ, დაცულ და მშვიდ გარემოდ აქციონ.

Next Post

რატომ გახდა ელექტრონული სკუტერები პოპულარული?

ხუთ ივნ 30 , 2022
613 წაკითხვასწრაფი და სახალისო ტრანსპორტი ელექტრონული სკუტერები ყველგან გამოჩნდა. ისინი ახლა უმეტესად დიდ ქალაქებშია და მათი პოპულარობაც მატულობს.  ინდივიდუალური ელექტრო სკუტერის მიმართ ინტერესი და გაყიდვების რაოდენობა იზრდება მათი მოხერხებულობისა და საიმედოობის გამო. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ელექტრო სკუტერებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისახელეს თავი. ქვემოთ, სწორედ მათი პოპულარობის რამდენიმე მიზეზია ჩამოთვლილი: ხელმისაწვდომი ფასი ელექტრო სკუტერის ღირებულება დაახლოებით 1,700 ლარიდან 3,000 […]