ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ბუღალტრული მომსახურებები – რატომ არის ბუღალტერია მნიშვნელოვანი?

518 წაკითხვა

რატომ არის ბუღალტერია მნიშვნელოვანი?

ყოველი წარმატებული ბიზნესის უკან დიდი მეწარმე დგას. მათ უკან კი – ექსპერტ ბუღალტერთა გუნდი. ბუღალტერია ეხმარება ბიზნესს, აკონტროლოს ფინანსები და მინიმუმამდე დაიყვანოს გადასახადი და სხვა ზედნადები. ბიზნესის წარმართვის ნიჭის მქონე ადამიანებს შეიძლება არ ჰქონდეთ ცოდნა და საკმარისი დრო, რომ აწარმოონ ანგარიშები.

როდესაც თქვენი ბიზნესი წარმატების გზაზე დგას, ბუღალტრული აღრიცხვისთვის სპეციალისტის დაქირავება კარგი არჩევანია. ასე, თანამშრომლები საკუთარ საქმეზე კონცენტრირდებიან და პროდუქტიულობაც იზრდება.

ბიზნესები, რომლებიც ქირაობენ კარგ ბუღალტრებს, ხშირად სარგებლობენ სხვა სერვისების ფართო სპექტრით, რაც ხელს უწყობს ხარჯების დაზოგვას, რისკების შემცირებას, რეგულაციების დაცვას, ზრდას და სტრატეგიის წინასწარ დაგეგმვას. როგორც ბიზნესის მფლობელს, თქვენი გადაწყვეტილებების უმეტესობა ფინანსებზეა დამოკიდებული, ამიტომ აუცილებელია, პირველ რიგში, იდეები ბუღალტერს გაუზიაროთ და მისგან სწორი რჩევა მიიღოთ.

რა სახის საბუღალტრო მომსახურება სჭირდება მცირე ბიზნესს?

ბუღალტრული მომსახურების მოძიება ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.  ექსპერტებს შეუძლიათ დაგეხმარონ ყველაფერში, ყოველდღიური ტრანზაქციის აღრიცხვიდან დაწყებული, უფრო რთული, სტრატეგიული ფინანსური ფუნქციების შემუშავებაში. აუთსორსინგი, რომელიც გულისხმობს ჩამოყალიბებულ ბუღალტერთა გუნდის დაქირავება, საშუალებას გაძლევთ სერვისების ფართო არჩევანით ისარგებლოთ. ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე გავრცელებული აუთსორსირებული საბუღალტრო სერვისების სია, რომლებიც მცირე თუ მსხვილმა ბიზნესმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

აღრიცხვის გასწორება

ბუღალტრული აღრიცხვა არის ძირითადი სააღრიცხვო ფუნქცია და ის გულისხმობს კომპანიის ფინანსური ჩანაწერების თვალყურის დევნებას და გასწორებას. აღრიცხვა ევალება ბუღალტერს, რომელსაც აქვს თუნდაც საწყისი დონის ფინანსური უნარები. მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრული აღრიცხვა არის საბუღალტრო მომსახურების ძირითადი და მარტივი დავალება, ის ინფორმაციის სწორად გადმოცემის საფუძველია. თუ თქვენი ბუღალტრული აღრიცხვა არ არის ზუსტი, მაშინ ყველა სხვა ფინანსური ანგარიში და პროგნოზი გაუმართავი იქნება.

ბიზნეს რჩევა ბუღალტრისგან

ბიზნესის მფლობელებს ხანდახან ავიწყდებათ, რომ ბევრი ბუღალტერი ასევე ბიზნეს მრჩეველიცაა. მათ აქვთ შეუფასებელი ცოდნა, რომელიც დაგროვებაც ბიზნესის მრავალი სფეროს კლიენტებთან მუშაობის შემდეგ არის შესაძლებელი. გამოცდილ ბუღალტერს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს პრობლემებისა და გამოწვევების უმეტესი ნაწილი. შედეგად, მას შეუძლია მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ, გაგაფრთხილოთ  პოტენციური რისკების და ზრდის შესაძლებლობების შესახებ.

დოკუმენტებისთვის ელექტრონული ბაზის შექმნა

ელექტრონული ბაზა ბუღალტრული დოკუმენტებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება:

  • ელექტრონულმა ბაზამ გადასახადების წარდგენა გაამარტივა: ახლა ეს შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
  • ბაზა ზოგავს დროს და ფულს.
  • ის ასევე ამცირებს ძალისხმევას. უფრო ადვილი და სწრაფია ელექტრონული საგადასახადო დეკლარაციის დამუშავება, ვიდრე ქაღალდის დეკლარაცია.
  • ვინაიდან გადაცემის შეცდომების თავიდან აცილება შესაძლებელია ელექტრონული შეტანის გზით, მონაცემთა ჩანაწერების სიზუსტეც იზრდება.
  • ელექტრონული წარდგენა ნაკლებ ადგილს ტოვებს მონაცემთა ჩანაწერებით მანიპულირებისთვის.
  • ელექტრონული შეტანის შედეგად ასევე გაიზარდა საგადასახადო დეკლარაციის პროცესის ავთენტურობა და ანგარიშვალდებულება.

„ენთების“ პროფესიონალთა გუნდი

„ენთებთან“ ერთად ბუღალტრული სერვისები უფრო ხელმისაწვდომია.

ეს არის ქართული კომპანია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიითა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მომსახურებით, ყოველდღიურად 200-ზე მეტ კლიენტს ბუღალტრულ სერვისებს სთავაზობს. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მათი სერვისების სია კიდევ მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვან საბუღალტრო მომსახურებას გვთავაზობს. „ენთები“ კლიენტთა უსაფრთხოებას და სამუშაოს შესრულების უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფენ.

Next Post

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შს სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება

ხუთ ივნ 30 , 2022
518 წაკითხვამოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას. „დღეს სახალხო მოძრაობა #შინევროპისკენ გამართავს სტუდენტებთან შეხვედრას. საჯარო დისკუსიას შოთა დიღმელაშვილი და გიორგი ქადაგიძე გაუღძღვებიან. მისამართი: დედაენის პარკი, 16:00 საათი. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების […]