სერგეი ლავროვი – დასავლეთი აცნობიერებს, რომ მოსკოვისა და მინსკის გარეშე უსაფრთხოების არქიტექტურის აშენება შეუძლებელია

1,182 წაკითხვა

ზოგიერთი დასავლური ქვეყანა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ რუსეთისა და ბელარუსის გარეშე უსაფრთხოების არქიტექტურის აშენება შეუძლებელია, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მათ [დასავლეთში] ეს ესმით. სულ უფრო და უფრო მეტი საღად მოაზროვნე ადამიანია, რომლებიც უკვე იწყებენ ფიქრს: „რა იქნება შემდეგი, როცა ეს სიტუაცია დასრულდება? საჭიროა ფიქრი საერთოევროპულ თანამშრომლობაზე“. არ ვიცი, რა თანამშრომლობაზეა საუბარი, დღევანდელ პირობებში ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ გარეშე უსაფრთხოების აშენება შეუძლებელია და ეს არის ის, რის გაცნობიერებასაც ბევრი იწყებს“, – განაცხადა ლავროვმა.

Next Post

,,Kaspersky”-ს ცნობით, კიბერჯგუფი “ToddyCat” თავს ესხმის ევროპისა და აზიის სახელმწიფო და თავდაცვის ორგანიზაციებს Samurai-სა და Ninja-ს დახმარებით

ხუთ ივლ 7 , 2022
1,182 წაკითხვა„კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღმოაჩინა, რომ 2021 წლიდან ToddyCat კიბერჯგუფი ახორციელებს რთულ მიზანმიმართულ თავდასხმებს ევროპისა და აზიის სახელმწიფო ორგანიზაციებსა და თავდაცვის სექტორის საწარმოებზე. თავდამსხმელები კომპრომეტირებენ Microsoft Exchange სერვერებს უცნობი ექსპლოიტის და ProxyLogon დაუცველობის გამოყენებით. ამავდროულად, გამოიყენება კიბერ ჯაშუშობის ორი მოწინავე ინსტრუმენტი უნიკალური უკანა კარის Samurai და ტროიანელი Ninja. ისინი შექმნილნი არიან ისე, რომ სამიზნე ქსელებში შეღწევის შემდეგ დიდხანს რჩებიან ღრმა დონეზე, […]