ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ჯგუფებს შეხვდება

1,250 წაკითხვა

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს “ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 7 ივლისს საპარლამენტო ჯგუფებს შეხვდება.

არსებული ინფორმაციით, პაპუაშვილი კოლეგებთან პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საკითხზე აპირებს საუბარს.

“ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, პარლამენტის ბაზაზე ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ.

აღნიშნული ჯგუფის კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს.

Next Post

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8643 ლარი გახდა

ოთხ ივლ 13 , 2022
1,250 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8643 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8643 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8745 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0102 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8815 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8788 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0097 ლარი […]

შესაძლოა მოგეწონოთ