ერთი თვეა ვიხვეწები, სხდომათა დარბაზის კარს ურდული მოხსნან

902 წაკითხვა

თურმე პარლამენტის რიგგარეშე სესია რომ მოვიწვიოთ, სანახაობად გადაიქცევა – სანახაობაზე მეტია “ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ქმედებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და მასთან დაკავშირებით “ქარული ოცნების“ განმარტებები არასერიოზულია.

მისივე თქმით, თუ სხდომა კვორუმის არქონის გამო ჩაიშლება, ამაზე პასუხისმგებლობა როგორ ამომრჩევლის, ასევე დასავლელი პარტნიორების წინაშე “ქართული ოცნების“ უმრავლესობას დაეკისრება.

“საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ და ამით ხელი შეუწყოს ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დაწყებას. არის კიდევ ერთი სულელური განცხადება: – თურმე რატომ უნდა მოიწვიონ სხდომა, როცა ოპოზიცია სადღაც ისვენებს… სად ვისვენებ, აგერ დავდივარ პარლამენტში და ერთი თვეა ვიხვეწები, სხდომათა დარბაზის კარს ურდული მოხსნან. გამოიტანონ განსახილველად საკითხები, რაც კენჭისყრას საჭიროებს და გადადგან ერთი ნაბიჯი რეკომენდაციების შესრულების დასაჩქარებლად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა,რომ ოპოზიციის ნახევარი საზღვარგარეთაა და ერთადერთი ვინც ისვენებს, რადიკალური ოპოზიციაა.

Next Post

დონბასში ჩასული პირველი ქართველი რეპორტიორი: „დასავლური შეიარაღება უკრაინის მარცხს ვერ შეაჩერებს“

კვი ივლ 17 , 2022
902 წაკითხვადონბასის რეგიონში, სადაც აქტიური სამხედრო მოქმედებები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, მთელი ამ ხნის მანძილზე, მოვლენების გასაშუქებლად, პირველად ჩავიდა რეპორტიორი საქართველოდან. გთავაზობთ გულბაათ რცხილაძის მიერ დონბასის რეგიონში მომზადებულ მასალას. რეპორტიორის ფუნქციის აღება საკუთარ თავზე მომიხდა გამომდინარე იქედან, რომ ქართული მასმედია მხოლოდ კიევის თვალით დანახულ მოვლენებს გვთავაზობს. მაგრამ აუცილებელია პარიტეტის დაცვა და ობიექტური მიდგომა. ამიტომაც ვისარგებლე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული […]

შესაძლოა მოგეწონოთ