ადვოკატი – სოსო გოგაშვილს სახის არეში და კიდურებზე დაზიანებები აქვს – არ არის გამორიცხული, დღეს მოხდეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაყვანა

392 წაკითხვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, სოსო გოგაშვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, კერძოდ სახის არესა და კიდურებზე.

როგორც ადვოკატმა ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გოგაშვილის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სამედიცინო შემოწმებაზე გადაყვანა გუშინ ვერ მოხერხდა, თუმცა დღეს შესაძლებელია გადაიყვანონ, ან თავად მივიდნენ ექსპერტები მასთან.

„დაზიანებები, რა თქმა უნდა, რეალურად აღენიშნება. სახის არეში საგრძნობლად შეიმჩნევა, რომ ლოყა აქვს შეშუპებული. ასევე, კიდურებზე აქვს დაზიანებები და ფეხებზე აღენიშნება დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით. ფიზიკურად მოხდა დაზიანების ორჯერ მიყენება. ერთხელ სახის არეში, ხოლო მეორედ წელის არეში, ფეხის დარტყმით მოხდა მასზე დაზიანების მიყენება იმ მომენტში, როდესაც, როგორც გოგაშვილი აცხადებს, ცდილობდნენ მასზე უკან შებოჭილ ხელებზე მოეხდინათ დაფიქსირება იმ ცეცხლსასროლი იარაღებისა, რომლის ამოღებაც შემდეგ განხორციელდა მისი ბინის ჩხრეკისას. გუშინ ვერ მოხერხდა მისი ექსპერტიზაზე გადაყვანა იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით მასთან. ამიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება გვიან ღამით მოხდა მისი გადაყვანა ან დღეს არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს სამედიცინო შემოწმებაზე მისი გადაყვანა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ან ექსპერტები მოვიდნენ მასთან შემოწმების მიზნით“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელია „მიმდინარე საქმე”.

Next Post

ირაკლი ღარიბაშვილი - მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში - მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის

კვი ივლ 17 , 2022
392 წაკითხვამივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის. „საქართველო ერთგული რჩება პოზიტიური როლის შესრულებისა და დიალოგის ფორმატში შეხვედრების მასპინძლობის იდეისადმი, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს რეგიონში. მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის”, – აღნიშნულია „ტვიტში“.